მალდივის რესპუბლიკა სახელმწიფოა სამხრეთ აზიაში, რომელიც მოიცავს 1190-მდე მცირე კუნძულს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ მათგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. მალდიველების ძირითადი საქმიანობაა თევზაობა და ნავების აშენება-შეკეთებაა, თუმცა წლიური ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს ტურიზმი შეადგენს. მალდივის კუნძულები ტურისტებისთვის საყვარელი დანიშნულების ადგილია და წელს აქ კიდევ ერთი საოცარი სასტუმრო, წყალქვეშა ვილა გაიხსნება.
წყალქვეშა სასტუმრო Conrad Maldives Rangali-ს კუნძულზე შენდება და ოფიციალურად უკვე ნოემბრიდან მიიღებს სტუმრებს.
წყალქვეშა სასტუმროს Muraka ერქმევა, რაც ადგილობრივ ენაზე მარჯანს ნიშნავს.
სასტუმრო კუნძულზე პირველი წყალქვეშა რეზიდენცია იქნება და მის დიზაინზე აჰმედ სალემმა იმუშავა, . მისი კონცეფციით სასტუმრო ორსართულიანა და მეორე სართული წყლის ზედაპირზე იქნება, პირველი სართული კი, წყლის დონიდან 5 მეტრით დაბლა იქნება განთავსებული.
სასტუმროში ერთი ღამის გატარების ღირებულება 50 000 $ იქნება.