დღეიდან მოწევა უამრავ ლოკაციაზე ოფიციალურად აიკრძალა. საქართველომდე მსგავსი შეზღუდვა უამრავ ქვეყანაში უკვე არსებობდა. თვალი გადავავლოთ მსოფლიოს გარშემო თამბაქოს მოხმარების აკრძალვის თავისებურებებს.
ესპანეთი
ესპანეთში მოწევა მკაცრად კონტროლდება,თუმცა უამრავ ბარს გარე ტერიტორია გამოყოფილი აქვს.
მოწევა იკრძალება მოედანსა და ჯანმრთელობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახლოს.
სამომავლოდ იგეგმება მოწევა ფესტივალებზეც აიკრძალოს.
სლოვაკეთი
სლოვაკეთს ევროპაში თითქმის ყველაზე უცნაური კანონი აქვს.
მოწევა იკრძალება ისეთ სამუშაო ადგილებში, სადაც არამწეველებიც მუშაობენ.
ასეთი წესი კი უამრავი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.
ავსტრია
ავსტრიაში მოსაწევი ოთახები თითქმის ყველა ლოკაციაზეა. ამ ქვეტანაში მოწევა ოფისშიც დაშვებულია, თუ მომხმარებელთან კონტაქტი არ გაქვთ.
ბარში შენობის ნახევარზე მეტი მწეველთა არეალს ეთმობა.
2018 წლისთვის, ავსტრიის მთავრობამ უამრავი დებატის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აბსოლუტურად აკრძალოს კაფეებსა და რესტორნებში მოწევა, კანონი ძალაში სავარაუდოდ მალე შევა.
პ.ს თუ კონჩიტა ვურსტი გადაწყვეტდა, უამრავ ადგილას შეძლებდა თამბაქოს მოწევას.
გერმანია
ალბათ ფიქრობდით, რომ ფეხბურთის ჩემპიონთა სამშობლო მოწევისგან თავისუფალია, მაგრამ ასე არ არის. პატარა პაბებში მოწევა ნებადართულია ბართან ახლოს. კანონის აღსრულება ლოკალურად და ინდივიდუალური მიდგომებით ხდება ხოლმე.
შესაძლოა, მალე ეს მიდგომა შეიცვალოს და მთავრობამ რეალური ბანი დაადოს მას.
ავსტრალია
ავსტალიის ნებისმიერ ტერიტორიაზე მოწევა აკრძალულია ტრანსპორტში, სადაც ბავშვები იმყოფებიან.
ბანი შეეხება საჯარო სივრცეებსა და რესტორნებს.
ბევრ ადგილას სათამაშო მოედნებსა და სანაპიროებზეც იკრძალება მოწევა, ჯარიმა კი საკმაოდ მაღალია.
20-სიგარეტიანი კოლოფის ფასი კი 10 ფუნტია, რაც მიიჩნევა რომ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ფასია.
ირლანდია
ირლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მოწევა სრულად აკრძალა, ეს 2004 წელს მოხდა.
ინიციატივის მიხედვით მოწევა აიკრძალა სამუშაო ადგილებზე, ჯარიმა კი 3000 ევროს შეადგენს.
მაგალითი სხვებმაც აიღეს და 2006 წლიდან შოტლანდია აკრძალვას შეუერთდა.
ამერიკის შეერთებული შტატები
მოწევასთან დაკავშირებული კანონები ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრგან განსხვავებულია.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთში კანონები უფრო მეტად ლოიალურია. კალიფორნიასა და ნიუ იორკში კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მიდგომა აქვს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც პარკებისა და სხვადასხვა შენობის სიახლოვეს მოწევას შეეხება.
ნიუ იორკში მოწევას ბანი ყველა პარკსა და სკვერში, სანაპიროსა და საცურაო აუზთან ადევს.
სიგარეტის შეძენა კი მხოლოდ 21 წლის ასაკის ზემოთ შეგიძლიათ
თუმცა ბევრ ბარში მოწევა ნებადართულია.