თუშები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ მეცხვარეობის კულტურით და დღესაც სწორედ ეს დარგი წარმოადგენს მაღალმთიანი თუშეთის ეკონომიკის წამყვან სფეროს. ადგილობრივი მეცხვარეები ყოველი წლის ზაფხულის თვეებს თუშეთის მაღალმთიან რაიონებში ატარებენ და მათი ცხოვრების წესი უცხოელი ტურისტებისა თუ ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში აქტიურად ექცევა, მათ შორის ერთ-ერთია ამერიკაში მოღვაწე ფოტოგრაფი - დიმიტრი გოლბერგი, რომელმაც თუშეთში ნანახი ბუნების საოცრებები მრავალ უცხოურ გამოცემაში გამოაქვეყნა.
ფოტოების სერიას გომბერგმა "მწყემსების გზა" უწოდა.
ფოტოების სერიას დიმიტრიმ საკუთარი შთაბეჭდილებებიც დაურთო, მან აღნიშნა, რომ კავკასია მისთვის სამოთხეა.
გომბერგი საქართველოთი მას შემდეგ დაინტერსდა, რაც ამერიკელი მწერლის - ჯონ სტეინბეკის სიტყვები წაიკითხა, სადაც ცნობილი ავტორი ქართველების სტუმართმოყვარეობაზე აღფრთოვანებით საუბრობს.