რომანტიკოს ადამიანებს ვარსკვლავებით მოჭედილი ცით ტკბობა ძალიან უყვართ და დასასვენებელადაც მსგავსი ადგილებისკენ მიილტვიან. ქალაქებში მსგავსი ცით ვერც ზაფხულში ვტკბებით, რადგანაც ზედმეტი სინათლე ამის საშუალებას არ გვაძლევს.
#1 ალბანია, ესპანეთი
ეს ადგილი ესპანეთის რეგიონში, მთებს შორის მდებარეობს. მას შემდეგ, რაც მზე ჰორიზონტს მიღმა მიიმალება, ცაზე მილიონობით ვარსკვლავი ჩნდება. აქ არსებულ სახლებში განთავსებით ამ სილამაზეს კომფორტულად შეიგრძნობთ.
#2 ბრედფორდი, ინგლისი
ბრედფორდიდან ათიოდ კილომეტრის მოშორებით, მთაგორიანი ადგილი ბოდმინ-მური მდებარეობს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტი ვარსკვლავით მოჭედილი ადგილია.
#3 ტერსჰელინგი, ჰოლანდია
თუ გსურთ ვარსკვლავიანი ცით სანაპიროზე დატკბეთ, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროებისკენ გაემართეთ. ზღვაზე არეკლილი ცა თავს ნამდვილად კოსმოსში გაგრძნობინებთ.
#4 ბერლინგენი, გერმანია
ბელგიის საზღვართან ახლოს, ევროპის ყველაზე "ბნელი" ადგილი მდებარეობს.
#5 ბორე, დანია
აქ ვარსკვლავთცვენას ყველა კუთხიდან შეხედავთ. აიღეთ პლედი, გაეშურეთ მთისკეს და კოსმოსის სილამაზით დატკბით.