ინსაიდერებმა ამჯერად მსოფლიოს ყველაზე დაუჯერებელი და ლამაზი ადგილები გაგვაცნეს, რომელთა უმეტესობა მილიონობით წლის ფორმირების შედეგად წარმოიქმნა, ნაწილი კი ადამიანებმა შექმნეს, თუმცა ეს ფაქტი არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი იმ ტურისტებისთვის, რომლებიც მოგზაურობისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილებს არჩევენ.
ერთ-ერთი პირველია ეპანეთში მდებარე ულამაზესი ვარდისფერი ტბა - Las Salinas, რომლის შეფერილობაც ტბის წყალმცენარეების მიერ გამოყოფილი პიგმენტიდან მომდინარეობს.
ჯოჯოხეთის კარიბჭე — ბუნებრივი აირის საბადოა თურქმენეთში, რომელიც ბუნებრივი აირის წყაროს წარმოადგენს და შეუწყვეტლად იწვის, მას შემდეგ რაც საბჭოთა ნავთობქიმიკოსებმა 1971 წელს პირველად აანთეს. სილამაზის მიუხედავად, ტერიტორია გარემოს აზიანებს და დამწვარი გოგირდის მომწამლავი სუნი მიმდებარე ტერიტორიაზე ვრცელდება.
The Wai-O-Tapu-ს თერმული საოცრება ახალ ზელანდიაში მდებარეობს და ვულკანური წარმოშობისაა. ტერიტორია აერთიანებს აუზებს, გეიზერებსა და მინერალურ ტერასებს.
ტბა Natron-ი ტანზანიაში მდებარეობს და მისი განსაკუთრებულობა წითელ შეფერილობაში მდგომარეობს, რომელსაც ასევე წყალმცენარეებისა და მარილის დიდი შემცველობიდან გამომდინარეობს. ტერიტორიას ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით მილიონობით ფლამინგო სტუმრობს.
The Crescent Lake ჩინეთში, გობის უდაბნოში მდებარეობს. ოაზისი 2000-წელზე მეტია არსებობს და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.
Zao Onsen-ი ზამთრის კურორტი იაპონიაში, იამაგატის პრეფექტურაში მდებარეობს. აქ მოსულ დამთვალიერებელს თოვლით მთლიანად დაფარული ხის მასივი გასაოცარ შთაბეჭდილებას უტოვებს.
ნევადას Fly Geyser-ი 1916 წელს, ჭაბურღილიდან წარმოიშვა და ფერთა გასაოცარი გრადაციით დღესაც გვაკვირვებს.
ყინულოვანი გამოქვაბული კამჩატკაზე, რუსეთში მდებარეობს და ცისფერი, მწვანე და ყვითელი ტონებით გვაკვირვებს, რაც ყინულოვან ზედაპირზე მზის სხივების მოხვედრის შედეგია.
ნამიბიის მკვდარი უდაბნო ულამაზესი ქვიშიც გორაკებისა და მკვდარი ხეების კომბინაციაა, რომელთა წლოვანებაც 900 წელს აღემატება.