სანაპირო, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ირგვლივ მოსეირნე ფლამინგოებითაა ცნობილი - ჰოლანდიაში, კუნძულ არუბაზე მდებარეობს. TripAdvisor-მა „ფლამინგოების სანაპირო“ მსოფლიოს სამ საუკეთესო დასასვენებელ კურორტს შორის დაასახელა, რამაც ტერიტორია კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ტურისტებისთვის.
არუბა ნიდერლანდების ერთ-ერთი ყველაზე პატარა კუნძულია, თუმცა გაცილებით მიმზიდველი, ვიდრე ყველა დანარჩენი ერთად. ინტერნეტსივრცეში ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა ზღაპრული სანაპირო და ულამაზესი ვარდისფერი ფლამინგოების ასეთი სიხშირე, ერთი შეხედვით, ბევრისთვის დაუჯერებელიც კია.
აღსანიშნავია, რომ ვარდისფერი ფლამინგოების ნახვა სანაპიროს მხოლოდ კერძო ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რომელიც Renaissance Aruba Resort & Casino-ს ეკუთვნის. ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
კერძო საკუთრების მიუხედავად, სანაპიროს მონახულება თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც არა თუ ფლამინგოების ნახვის, არამედ მათი გამოკვების საშუალებაც აქვს.