ფრანგმა ფოტოგრაფმა აურელიენ ვილეტმა აფხაზეთში დაფიქსირებული უნიკალური კადრები “Lensculture-ის“ მკითხველს გაუზიარა. ფოტოგრაფმა აფხაზეთში 2016 წელს იმოგზაურა და ფოტოების ორი სერია გადაიღო, რომელიც აქამდე არსად გამოუქვეყნებია.
მის მიერ აღბეჭდილი კადრები, როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, ჰყვება ისტორიას კუთხისა, რომელმაც ამ მდგომარეობაშიც კი შეინარჩუნა უწინდელი ხიბლი და სიურეალისტური ხედებით აოცებს მნახველს.
„მიტოვებული და განადგურების პირას მყოფი არქიტექტურული ძეგლები სრულიად წარმოუდგენელი და ზღაპრული სანახავია, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილები სიზმრისა და რეალობის ზღვარზე გვამოგზაურებს“ - აღნიშნავს ფოტოგრაფი.
ვილეტმა ძირითადად ის სტრუქტურები აღბეჭდა, რომლებსაც არანაირი განსაკუთრებული დანიშნულება არ ჰქონია, რის მიზეზადად ჰეტეროგენული ატმოსფეროს შექმნის იდეას ასახელებს, ქაოსი და დესტრუქციული გარემო, რომელსაც კადრებში ვხედავთ თავად გვიამბობს თვითმყოფადი კულტურის ბოლო ასწლეულის ისტორიას.