შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანას თავისი ხასიათი აქვს, ზოგიერთი მათგანი კი ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნების თვისებებს ემთხვევა.
თხის რქა - გერმანია
კანონი და წესრიგი. მყარი სოციალური სტრუქტურა აქ საუკეთესოა. სიზუსტე, პედანტურობა, სისუფთავე და თითქმის სამხედრო დისციპლინა.
მერწყული - ისრაელი
დიადი წარსულის შემდეგ, ქვეყანა მდიდრდება, ვითარდება და ვიზის მსურველთათვის პროცედურებს ართულებს, რადგანაც ამ ქვეყანაში ცხოვრება ბევრს სურს.
თევზები - იაპონია
იაპონელების არავის ესმის, თუმცა ამაზე არც დარდობენ, რადგანაც უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით არიან დაკავებულნი: მაგალითად საკურას ყვავილობით. უცნობია თუ როგორ აღწევს თანამედროვე ტექნოლოგიები ამხელა განვითარებას ამ კუნძულ-სახელმწიფოში. გეიშები, სამურაის კოდექსი, ჰაიო მიაძაკის ანიმაციური ფილმები... მოკლედ აქ ყველაფერი ჰარმონიაშია. უცხოელთა რაოდენობა მოსახლეობის 2 %-ს აღწევს. ასე ცოტა ადამიანს შეუძლია თევზების იდუმალი და მდიდარი შინაგანი სამყაროს ჩაწვდომა.
ვერძი - ირლანდია
პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი სახელმწიფო. შიგნით მსუბუქი კლიმატი, გარეთ კი კლდოვანი მთა-სანაპიროები. მაცხოვრებლებს შინაგანად ელფების კვლავ სჯერათ. თუ მათ არ შეეხებით, გიმღერებენ და ლუდს შენთან ერთად დალევენ. მაგრამ, გაბრაზების შემთხვევაში ფიზიკურად გასწორებაც არ ერიდებათ. ვერძის თავისუფლებას ირლანდიელების მსგავსად ვერ შელახავთ.
კურო - შვეიცარია
შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა. მაგრამ მათთვის, ვისაც ესმის. ერთის მხრივ, ალპური პეიზაჟები, სუფთა ჰაერი, სილამაზე, კომფორტი.. მეორეს მხრივ კი ყველაფერი ხარისხიანი: ყველაზე საიმედო ბანკები, სწორი საათები, გემრიელი შოკოლადი... შვეიცარიელების ცხოვრება საკმაოდ მშვიდია. იქ მკაცრი და ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს.
ტყუპები - ინდოეთი
კონტრასტების ქვეყანა. აქ ოკეანის პირას სამოთხის მსგავსი სანაპიროები, საოცარი ტაძრები, მშვიდობისმოყვარე დამოკიდებულება, სიმღერები, ცეკვები და ბოლივუდი მოგხიბლავთ. ინდოეთში 447 ენაზე ორი ათასი დიალექტის მილიარდი მაცხოვრებელი საუბრობს. სიმშვიდისთვის კი იოგას მიმართავენ. ტყუპებთან შეხვედრაც მსგავსი დღესასწაულია.
კირჩხიბი - დანია
სასტიკი კლიმატი დანიელებს ხელს არ უშლის მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ნაცია იყვნენ. სანთლები, ფერადი პლედები, ბუხარი, კაკაო ორცხობილით... უბრალოდ შეიქმენი მყუდროება და იყავი ბედნიერი! ასევე იქცევიან კირჩხიბები და ახლობელ ადამიანებს ნამდვილ კომფორტს უქმნიან. ყველას უყვებიან თუ რა არის ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო. თუ მოგზაურობას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ სადღაც მის წიაღში ვიკინგებიც იმალებიან.
ლომი - ამერიკა
ყველაზე ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და დიადი ქვეყანა. ამერიკა ემიგრანტების ქვეყანაა, იქ ყველას სიხარულით ეგებებიან. უთხარით ლომს რომ საუკეთესოა და ყველაფერი საუცხოოდ იქნება. თავისუფლების ქანდაკება, რომელიც ნიუ-იორკს ამშვენებს, ლომების სიმბოლოა - დიახ, თავისუფლება!
ქალწული - სინგაპური
კუნძული, სახელმწიფო, ქალაქი და დედაქალაქი - ყველაფერი ერთდროულად! სინგაპური ბაღების ქალაქია. კანონის მიხედვით, ნებისმიერი შენობა, რომელიც საქმიან უბნებში მდებარეობს, 30%-ით მცენარეებისგან უნდა შედგებოდეს. აქ კანონები მკაცრია და არც ჯარიმები აყოვნებს. მიეცით საშუალება ქალწულს დაამყაროს წესრიგი და გარშემო სრული ჰარმონია დაისადგურებს.
სასწორი - ინგლისი
ქვეყანა სიმბოლო. ინგლისური იუმორი, თავაზიანობა, სამეფო ოჯახი, ჯენტლმენები, ჯეიმს ბონდი, შექსპირი, პურიტანული მორალი და ჰიუ ლორი - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ამ ქვეყანას ახასიათებს. მოკლედ, ყველას უყვარს ინგლისი, ყველა ინგლისურ ენაზე საუბრობს და ყველას სურს აქ ცხოვრება. ინგლისური რეპუტაცია ძვირად ფასობს. ინგლისმა ნახევარი მსოფლიო საკუთარ კოლონიებად აქცია და ამით თითქოს არავინ შეწუხებულა.
მორიელი - კამბოჯა
ანჯელინა ჯოლი კამბოჯაში უკვე ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში. ქვეყანა საოცრად ლამაზი, გასაოცარი და საიდუმლოებებით აღსავსეა. ხალხიც არაჩვეულებრივი ცხოვრობს: გულწრფელები, მხიარულები, მოსიყვარულეები. ის შესაძლოა დედამიწის სამოთხედაც აღვიქვათ.
მშვილდოსანი - ავსტრალია
გასაოცარი ქვეყანა, სადაც ბევრი კენგურუ ცხოვრობს. თუმცა, ავსტრალია ძალიან მეგობრული ქვეყანაა - ის დიდი სიამოვნებით იღებს ყველა ქვეყნის მაცხოვრებელს, ამიტომაც მიგრანტთა რიცხვი მაღალია. ამასთან ის ჭკვიანი და განათლებულია. მზე საოცრად აცხუნებს, ჰორიზონტზე შესაძლოა ზვიგენიც დალანდოთ, მორიელებსა და გველებს მოჰკრათ თვალი... მაგრამ თითქოს არაფერია საშიში. ავსტრალია ეს ქვეყანა კი არა, ერთი დიდი თავგადასავალია. ისევე როგორც მშვილდოსნის ცხოვრება.