სამსახური, რომლისთვისაც სხვა ქვეყანაში გადასვლა ღირს!
ვაკანსია ინგლისში, კორნველის კუნძულზე გამოცხადდა, მათთვის ვისაც რამდენიმე თანამშრომელი და კუნძულზე, ზღვასთან ცხოვრება სურს. პოზიცია გულისხმობს მუშაობას ,,ტალღებსა და ამინდზე".
ასევე პასუხისმგებლობის აღებას, ვიზიტორების მოგზაურობის პერიოდში პერსონალის ხელმძღვანელობას და კუნძულის ზედამხედველობას, რაც მთავარია ,,დამსაქმებელი“ პოზიციაზე დასაქმებულს სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზებს ულამაზეს საცხოვრებელს.
იდეალური კანდიდატი უნდა იყოს : ,,პრაქტიკული, პოზიტიური და გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე, ასევე ის ვინც მოტივირებულია“.
კუნძულმა გასულ წელს 350,000 ტურისტს უმასპინძლა, ასე რომ ფაქტია ამ ვაკანსიაზე დასაქმებულს უქმად ყოფნა არ ელის, თუმცა ანაზღაურება წელიწადში $34,000- დან 41,000 დოლარამდეა.