დღეს მამაკაცები ქალბატონების ყურადღებისთვის და სასურველი, შარმიანი ინვიდის სტატუსის შესაქმნელად იბრძვიან. ამის მისაღწევად კი სხვადასხვა ქვეყანაში მათ სულ სხვადასხვანაირი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოეთხოვებათ.
ვნახოთ, 10 მაგალითი - რა მოსწონთ ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოებას, როგორია მათთვის მამრობითი იდეალი.
ამერიკა
დღესდღეობით, სპორტული ტიპაჟი ნაკლებად აქტუალურია ამერიკელ ქალბატონებში. ისინი ჩაანაცვლეს მამაკაცებმა განიერი მხრებითა და ტანადი ფიგურით. მათ აღსაწერად ტერმინიც კი არსებობს - ,,ლამბერსექსუალი“. რაც გულისხმობს ძლიერ, ღია ფერის კანის მქონე ადამიანს, მოზრდილი კუნთებითა და რაღა თქმა უნდა, რაც ტერმინისთვის დამახასიათებელია, წვერით. სწორედ ასეთი ტიპის მამაკაცი იზიდავს ამერიკელ ქალს.
ბრაზილია
სიმპათიური ბრაზილიელი მამაკაცის ინტერნაციონალურად ცნობილი იმიჯი გულისხმობს მუქ თმას, ყავისფერ თვალებსა და ლამაზ რუჯს. თუმცა აქაურ ქალებს რეალურად, ღია ფერის თვალების მქონე მამაკაცები ხიბლავთ, რასაც თან ახლავს ქერა ხვეული თმაც. გარუჯულ სხეულს კი რა თქმა უნდა 6-კუბიანი მუცლის პრესი უხდება!
ინდოეთი
თუ ნამდვილი ინდოელი ქალებისთვის მოსაწონი მამაკაცის ხილვა გსურთს, ბოლივუდის ფილმებში მათ იპოვით. ამ ქვეყანაში, თუ მათ ქალბატონების ყურადღების დამსახურება სურთ, ფორმაში უნდა იყვნენ და საშუალოდ დაკუნთული. ინდოელი მაჩოს იმიჯისთვის აუცილებელი სხეულის ზედმეტი თმისგან გათავისუფლება, თმის გელის მოხმარება და დაბალი წვერის ტარება, ასევე კანის გამაღიავებელი კრემები.
შვედეთი
აქ აღქმამ ტრანსფორმაცია განიცადა და დღეისთვის, ახალგაზრდა საკმაოდ გამხდარი, ნაღვლიანი თვალების მქონე ახალგაზრდები არიან აქტუალური.
ნამდვილი შვედი მამაკაცი მაღალი, ღია ფერის კანის მქონე, ღია ფერის თვალებით, ქერა თმითა და გამოკვეთილი ყვრიმალის ძვლებით არის.
თურქეთი
თურქი ქალისთვის იდეალური თურქი მამაკაცი უნდაიყოს მამაცი და ძლიერი, სწორედ ამ ხასიათის როლების გამო არიან თურქი მსახიობები განსაკუთრებით პოპულარული გულთამპყრობელები. განსაკუთრებული ყურადღება თურქეთში ვარცხნილობას ენიჭება, ხოლო მკერდზე თმა არ უნდა იყოს. თურქი ქალბატონები აფასებენ ისეთ მამაკაცს რომელსაც სინთეზურად აქვს ტრადიციული ეთნიკური იდენტობისთვის დამახასიათებელი გარეგნობა და ღია ფერის თვალები.
იტალია
იტალიაში სიმპათიურის ტიტულის მოპოვებას ალბათ ყველა ის მამაკაცი შეძლებს, ვინც საკუთარ თავს კარგად უვლის. აქ მთავარი უმეტესად ეს არის, ვიდრე ბუნებრივი სილამაზე. იტალიელი მამაკაცი ყოველთვის მოდურად გამოიყურება. არ აშინებს თამამი ფერები და სამკაული. არ ერიდებიან კოსმეტიკურ პროცედურებსაც. ძირითადად ატარებენ დაბალ წვერს.
სამხრეთ კორეა
თუ სამხრეთ-კორეული ტელე სერიალები გინახავთ, ან K-pop-ის შემსრულებლებისთვის მოგიკრავთ თვალი, მაშინ თქვენ კარგად იცნობთ აქ მომხიბვლელი მამაკაცის იერს. ეს კი სრულიად განსხვავებულია ბევრი ქვეყნისგან, რადგან ვერ ნახავთ მამაკაცების სპორტულ ტიპაჟს, მათ მოუხეშავ სილამაზე, მათ არც წვერი აქვთ, არამედ გლუვი პრიალა კანი. ხშირად ღია ფერად შეღებილ თმას ატარებენ, არიან გამხდარი. მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიასაც, იყენებენ ტუჩსაცხსა და თვალის ჩრდილსაც. უამრავ თანხას ხარჯავენ ბრენდულ ტანსაცმელზე.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთი მზით განებივრებული არ არის, აქაური მამაკაცები ბუნებრივად თეთრი კანის ფერით გამოირჩევიან. თუმცა, მათ ეს სულაც არ ხიბლავთ და ქალბატონებისთვის თავის მოსაწონებლად, გასარუჯ საშუალებებს მიმართავენ. რაც შეეხება წვერს, შესაძლოა ბოლომდე გაპარსული ან დაბალი წვერი ატარონ. უფრთხილდებიან წონას, ბევრს ვარჯიშობენ. ხშირად აქვთ ტატუ, რაც ასე ხიბლავთ მათი ყურადღების ობიექტებს.
საბერძნეთი
უამრავი მამაკაცი აქ მართლაც ისე შესანიშნავად გამოიყურება, როგორც ძველი ბერძნული ქანდაკებები. მუქი ფერის თმა, გამხდარი და გარუჯული სხეული და რაღა თქმა უნდა ბერძნული პროფილი მთავარი ძალაა.
ავსტრალია
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კორეელი და ავსტრალიელი მამაკაცები განსხვავდებიან, საერთო ის აქვთ, რომ ერთნაირად უვლიან საკუთარ გარეგნობას. მუდამ მზად არიან დრო და რესურსი სწორედ ამ მიზანს მოახმარონ. სტუმრობენ კოსმეტოლოგებს, დადიან სპორტდარბაზში და არ ერიდებიან პლასტიკურ ქირურგიასაც, იცვლიან ცხვირის ან ყურების ფორმასაც კი. თუმცა, როგორც ჩანს შედეგი ამად ღირს, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ტიპაჟად მიიჩნევიან.