მოგზაურობა უამრავი ადამიანისთვის გამორჩეული თავგადასავალია, სწორედ დაუვიწყარი ევროპული მოგზაურობისთვის, ტურისტული კომპანია Busabout უფასო ტურს4ადამიანისთვის ამზადებს. იღბლიანთა შორის მოსახვედრად, სოციალური მედიის ბლოგერებისა და ვლოგერების პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვება უნდა მოახერხოთ.
მოგზაურობა სამთვიანი იქნება, ის 2018 წლის ივნისში დაიწყება და სექტემბერში დასრულდება. მოგზაურმა ბლოგერებმა კი მათი თავგადასავლები ონლაინ უნდა განათავსონ.
Busabout-ის მოგზაურთა ჯგუფის წევრი შეირჩევა მისი ნიჭის მიხედვით, რაც სოციალურ ქსელში ფართო აუდიტორიის მოზიდვას გულისხმობს. კონკურსში ჩართვის მსურველებმა უნდა შეარჩიონ მათთვის სასურველი ონლაინ პლატფორმა და ჩაწერონ 60-წამიანი ვიდეო თუ რატომ არის ის "ის ერთადერთი, რომელმაც უნდა იმოგზაუროს".
ვიდეო კომპანიის გვერდზე უნდა განათვსოს 2018 წლის აპრილის შუა რიცხვამდე. Busabout-ი შეარჩევს Instagram-ისა და Snapchat-ის პოპულარულ ორ მომხმარებელს, ასევე ბლოგერსა და ვლოგერს.