'Fantasyland' ედმონტონში, კანადაში, ~~ მდებარეობს და სასტუმროში სხვადასხვა თემატიკის უამრავი ოთახია, ფასი 161 დოლარიდან იწყება.
ძილი ,,აფრიკაში“ , ,,იგლუში“, ,,სატვირთოსა“ თუ სხვა უცნაური თემატიკის ოთახში 'Fantasyland'-ის სავიზიტო ბარათია, რომელიც სტუმრის ფანტაზიას ეხმაურება.
მაგალითად, ,,სატვირთო მანქანის ოთახში“ დაგხვდებათ საწოლი-პიკაპი, მათ არ გამორჩენიათ არც შუქნიშნები და სხვა საგზაო ნიშნები.
,,აფრიკის ოთახში“ კი ლეოპარდის პრინტის ხალიჩები, ბამბუკის ავეჯი და ცხელი აბაზანებია.
ასტრონომიით გატაცებულებს, ,,კოსმოსის“ ოთახი დააინტერესებთ, სადაც იატაკი და ჭერი ნეონის განათებებით, ვარსკვალავებით მოჭედილია.
აქვეა ვიქტორიანული ეტლის საწოლიც, რომელსაც განათებაც აქვს და მეეტლის ფიგურაც ამშვენებს.
სხვა თემატიკის ოთახები: