წელს, მსოფლიო მეთერთმეტედ, ხოლო საქართველო - მეათედ აღნიშნავს „დედამიწის საათს“.
"დედამიწის საათი“, სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლურ ღონისძიებას წარმოადგენს. ის პირველად სიდნეიში 2007 წელს ჩატარდა, რამაც შემდგომში მრავალი ადამიანი გააერთიანა და მოქმედებისკენ მოწოდების ინსპირაციად იქცა, რომელიც ჩვენს პლანეტაზე კლიმატისა და გარემოს დაცვის სფეროებში უარყოფითი ზემოქმედების მქონე პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფს.
2018 წელს „დედამიწის საათის” გლობალური თემა - კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების ცვლილების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა და მათი შესაძლო სავალალო შედეგების შეჩერებას ისახავს მიზნად.
"დედამიწის საათს" 200-მდე ქვეყანა აღნიშნავს, ჩაქრება 4000-ზე მეტი ღირშესანიშნაობის განათება.
დაუკავშირდი დედამიწას! ჩააქრე შუქი 24 მარტს, 20:30 - 21:30 საათზე.