გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ წელს ფინეთმა შარშანდელ ტრიუმფატორ ნორვეგიას გადაასწრო და მეხუთე ადგილიდან პირველ ადგილას გადმოინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის დაბალი ტემპერატურა და დღეში მხოლოდ რამდენიმესაათიანი მზის სინათლე დეპრესიასთან ასოცირდება, ქვეყანამ ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სახელი მაინც მოიპოვა.
სკანდინავიის ქვეყნები წლებია რაც ათეულში დომინირებენ.
#1 ფინეთი
#2 ნორვეგია
#3 დანია
#4 ისლანდია
#5 შვეიცარია
#6 ჰოლანდია
#7 კანადა
#8 ახალი ზელანდია
#9 შვედეთი
#10 ავსტრალია
მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყანა ბურუნდია - აფრიკული დასახლება ყველაზე ღარიბულია.
მას მოსდევს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანი, ტანზანია, იემენი, რვანდა, სირია, ლიბერია, ჰაიტი და მალავი.