განმარტოება, სიმშვიდე, სიჩუმე და საუკეთესო ხედები ოკეანეზე
ზაფხულის სეზონზე სანაპიროს სახლები ბევრი ტურისტისთვისაა საუკეთესო ადგილი დასასვენებლად: აქ შეგიძლია მოწყდე სამყაროს და ახლობელ ადამიანებთან ერთად მშვიდი დასვენება მოიწყო. ერთ-ერთი ვარიანტი შუქურაზე ნომრის აღებაა, რომელიც ცნობილ პორტალ AIRBNB ზეც შეგვიძლია.
KORKYRA ხორვატია
518$-ად არა მხოლოდ 4-საძინებლიან შუქურას, არამედ მთელ კუნძულს იქირავებთ, რომელზეც ის დგას. შუქურა 8 ადამიანზეა გათვლილი და დამსვენებლებს აუზი, ბარბექიუს მოსამზადებელი მოწყობილობები და პირადი მოსამსახურე დახვდებათ.
SUGARLOAF POINT LIGHTHOUSE ავსტრალია
ეს შუქურა პატარა სანაპირო ქალაქში, სიდნეიდან 285 კილომეტრში მდებარეობს. კოშკი არქიტექტორმა ჯეიმს ბარნეტმა 1873 წელს ააგო. 2006 წელს ფინალური რესტავრაციის შემდეგ, მისი გაქირავება ღამეში 290$-ად დაიწყეს. აქ განთავსება 6 ადამიანს შეუძლია და შუქურის დაქირავება მინიმუმ სამი ღამით უნდა მოხდეს. ამ სანაპირო ქალაქის არემარე ყველას უდაოდ მოხიბლავს.
HVAR ხორვატია
სამი მხრიდან ზღვით გარშემორტყმული შუქურა XIX საუკუნეში ააშენეს და ბუნების პეიზაჟების მოყვარული ადამიანებისთვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს. ლავანდას მსუბუქი სურნელი და კლიმატი ხორვატიის კუნძულის მთავარი ღირსებებია. აქ ოთხოთახიან სახლში დასვენება გელით, თანამედროვე სამზარეულოთი და მდიდრული მისაღებით. ღამის ფასი 334$-ია.
ქალაქი MEDULIN, ხორვატია
შუქურა Beach front lighthouse Marlera 1875 წელს ააგეს. 2012 წელს გაარემონტეს და დამსვენებლებისთვის გახსნეს. შუქურაში 4 საძინებელი, ღია სამზარეულო და ორი აბაზანაა. 8 ადამიანს აქ ღამის გატარება 288$-ად შეუძლია. ფასში შედის ნავის ქირაც, რომლის მეშვეობით ხორვატიის სანაპიროების დათვალიერებას შეძლებთ.
LEITH, დიდი ბრიტანეთი
ეს კოშკი 1600 წელს ააშენეს, 1800 წელს კი შუქურად გადაკეთდა. მისი მთავარი ღირსება მრგვალი ფორმის ოთახებია. გაჩერება სახლში, რომელიც რამდენიმე წუთის სავალზეა საუკეთესო რესტორნებისა და ბარებისგან, ღამეში 88$-ად შეგიძლიათ.