ფილმებს მოგზაურობის შესახებ – ჟანრული მრავალფეროვნებით, სიუჟეტებითა და ისტორიით – ერთი რამ აერთიანებთ: ბადებენ სურვილს, რომ სასწრაფოდ შევიძინოთ ბილეთები, გავამზადოთ ბარგი და სადმე გავემგზავროთ. მთავარია, ვიგრძნოთ თავისუფლებისა და თავგადასავლებისკენ სწრაფვა.
„მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით“
3 ძმა ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რათა ცხოვრების აზრი გაიგონ და ოჯახური კავშირები აღადგინონ. ოდნავ სევდიანი, ოდნავ მხიარული, ოდნავ მელანქოლიური – უეს ანდერსონის სასიამოვნო ფილმი გვასწავლის, რომ თუ მატარებელზე მოსახვედრად გაქცევაა საჭირო, სჯობს ბარგი დაყაროთ და გაიქცეთ!
„შვიდი წელი ტიბეტში“
ტიბეტი – ადგილი ჰიმალაის მთებში, მთელი თავისი მაგიურობითაა წარმოდგენილი ამ კინოსურათში. იგი ცვლის ალპინისტ ჰენრიჰ ჰარერის ცხოვრებას, რომელიც ტიბეტიდან აბსოლუტურად სხვა ადამიანი ბრუნდება. გჯეროდეთ, რომ თუ აქ მოხვდით, თქვენც სწორედ მასავით შეიცვლებით.
„ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“
„ეს ქალაქი სავსეა რომანტიკით. ჩვენ ვცხოვრობთ. განა ეს ცოტაა?“
ფილმი ბარსელონას ტურისტული გიდია: ერთი მხრივ, ისტორია უჩვეულო სასიყვარულო სამკუთხედზე, მეორე მხრივ კი ბრწყინვალე მსახიობების შემადგენლობა, რომელთა მეშვეობით გვიჩნდება სურვილი დავიკარგოთ ამ ქალაქში და ესპანელთან რომანი გავაბათ.
„ველურ პირობებში“
საოცარი სილამაზის პეიზაჟები, თავისუფლება და ყველაფერზე უარის თქმა. ფილმის ნახვის შემდეგ, ზურგჩანთის მოკიდება და შორს წასვლის სურვილი გვიჩნდება, რათა პრობლემებს და საზოგადოების არაადეკვატურ წესებს გავექცეთ. გარდა ამისა, ბუნებასთან კავშირი ვიგრძნოთ.
„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“
ფილმი მოგზაურობის თემატიკის სურათებს შორის ყველაზე პოპულარულია. მოთხრობის ეს ეკრანიზაცია დეპრესიის წინააღმდეგ მარტივ რეცეპტს გვთავაზობს. ამოირჩიეთ სამი საყვარელი ქალაქი და სასწრაფოდ გაემგზავრეთ საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად.
„შუაღამე პარიზში“
„როცა ცაში ღმერთი მოიწყენს, ფანჯარას აღებს და პარიზის ბაღებს უყურებს“.
ვუდი ალენის ამ ფილმში ჯადოსნურ პარიზს იხილავთ, სადაც სხვადასხვა ეპოქა და კულტურა ისე იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, რომ ყველა იპოვის თავის საუკეთესო მხარეს. გსურთ შეხვდეთ ჰემინგუეის, პიკასოს და დალის ამ ცხოვრებაში? მიბაძეთ მწერალსა და უიმედო რომანტიკოსს – გილს.
„აფრიკიდან“
„დედამიწა მრგვალია, რათა ჰორიზონტზე ძალიან შორს გახედვა ვერ შევძლოთ“.
ამ ფილმში ყველაფერია: აფრიკის დიდებული და საიდუმლოებებით მოცული ბუნება, რომელიც პირველსავე კადრიდან შთაგაგონებთ. ღვთიური მუსიკა, რომელსაც მაყურებელი ეპოქის ატმოსფეროში ნაზად შეჰყავს. ყურადღებას იქცევს მერილ სტრიპისა და რობერტ რედფორდის არაჩვეულებრივი თამაში. ყველაფერი ეს გვიბიძგებს აფრიკას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვეწვიოთ.
„რომაული არდადეგები“
ახალგაზრდა პრინცესა (მთავარ როლში: ოდრი ჰეპბერნი) სასახლიდან გარბის, ჩვეულებრივ გოგონად ასაღებს თავს და რომში არდადეგებს მოიწყობს. ეს ლამაზი ფილმი გვარწმუნებს, რომ ნამდვილი თავგადასავალი იწყება მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ ჩარჩოებს ვცდებით.
„თარგმანში დაკარგულები“
სოფია კოპოლას დრამატულ ფილმში ტოკიოში მყოფ ორ მარტოსულ ადამიანს ვიხილავთ, რომლებიც ერთმანეთს უცხო ქვეყანაში ხვდებიან. ბილ მიურეისა და სკარლეტ იოჰანსონის შესანიშნავი დუეტი გვარწმუნებს, რომ მონათესავე სულს პლანეტის მეორე ბოლოშიც იპოვი.
„მოტოციკლისტის დღიური“
„მიეცი საშუალება სამყაროს, შეგცვალოს, და მაშინ შენც შეცვლი სამყაროს“
რეჟისორმა უოლტერ სალესმა გადაწყვიტა ფილმი ჩე გევარაზე გადაეღო: ლათინოამერიკელების მეგობრობასა და ცხოვრებაზე. სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო მეგობართან მოგზაურობით, იგი ისტორიაში შედის და ათასობით ადამიანის ცხოვრებას ცვლის.