24 წლის რუსი გოგონა ანგელა ნიკოლაუ რამდენიმე წელია რაც სახურავების დაპყრობითაა გატაცებული. გოგონა ბევრს მოგზაურობს და ყველა ქვეყანაში ცათამბჯენებზე შეყვარებულთან ერთად დაცოცავს. ანგელა ინსტაგრამზე ყველაზე მაღალი და საშიში წერტილებიდან ავრცელებს ფოტოებს.
გოგონა მაშინ გახდა პოპულარული, როცა მსოფლიოში ყველაზე მაღალი (640 მეტრი) ამწეკრანიდან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ჩინეთში მდებარეობს.
"პირველად სახურავზე ჯერ კიდევ მე-7 კლასში ავედი. ამ საქმიანობის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება კი უნივერსიტეტის მეორე კურსზე გამიჩნდა. სწავლა მომწყინდა და ტანვარჯიშიდანაც წამოვედი, რასაც თითქმის მთელი ცხოვრება მივუძღვენი. ენერგია სადმე უნდა დამეხარჯა. თუმცა, ვერ ვიტყვი რომ რუფტინგი მოწყენილობის გამო დავიწყე, უბრალოდ საჭირო დროს გამოჩნდა კომპანია, სადაც ცოცვა შემეძლო და ეს ბევრად უფრო საინტერესოდ მომეჩვენა, ვიდრე ბაღში სეირნობა და კომპიუტერთან ჯდომა."-ყვება ნიკოლაუ.
ახლა მის ინსტაგრამს 550 ათასზე მეტი ადამიანი მისდევს. ბევრი მას "ყველაზე გიჟური სელფების" ავტორს უწოდებს. გოგონამ მოსკოვის, ჰონგკონგის, შანხაის და პარიზის სიმაღლეები დაიპყრო.