The New York Times-ი მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს ურჩევს, თუ რომელ ქვეყნებსა და ქალაქებს უნდა ესტუმრნონ 2018 წელს. გამოცემამ 52-ქვეყნიანი სია წარმოადგინა, რომლის პირველ ხუთეულში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ.
ნიუ-ორლეანი - ჯაზისა და ფესტივალების დედაქალაქი
ნიუ-ორლეანი არის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და კულტურის სინთეზია. ევროპული, ლათინოამერიკული, აფრიკული წარმოშობის ადამიანების გავლენა ადგილობრივ სამზარეულოზეც აისახება. აქ მდიდარი და მრავალ ფეროვანი კულინარია დაგხვდებათ.
კოლუმბია
კოლუმბიის სტუმრებს საშუალება აქვთ, დატკბნენ სამხრეთამერიკული მდიდრული ქარიზმით და ,,ჯუგო დე ლულოს“ სასმელით. .კოლუმბიაში მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო სასტუმროს მფლობელებისა და მმართველების ახალი თაობა ფუფუნებით დასვენების გარანტიას იძლევა. კოლუმბია ძალზე მრავალფეროვანი ადგილია, აქ თქვენ გელით კარიბის ზღვის სუფთა სანაპიროები, კარტახენას რიყის ქვით მოპირკეთებული ულამაზესი ქუჩები, ამაზონის ეგზოტიკური ტროპიკული ტყეები, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული შვიდი ღირსშესანიშნავი ადგილი, ბოგოტის ხმაურიანი მეტროპოლისი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად მხიარული ხალხი.
ბაზილიკატა, იტალია
რეგიონი იტალიის სამხრეთში მდებარეობს, რომელიც შესანიშნავი ადგილია იმ ტურისტებისთვის, რომელთაც ძველი ქალაქები უყვართ. ულამაზესი სანაპიროები, უძველესი, ისტორიული ქალაქები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და კრიმინალის დაბალი მაჩვენებელი. რეგიონი ცნობილია გამოქვაბულებით, რომელთაც ოდესღაც საცხოვრებლად იყენებდნენ.
შვეიცარია, ფირვალდშტეტის ტბა
ტბა შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილშია, - ალპების ძირას. მოქცეულია მთათაშუა ქვაბულში და მდებარეობს ზღვის დონიდან 434 მ სიმაღლეზე. გარშემორტყმულია მთებით. ირგვლივ აღმართულია პილატუსისა და რიგის მთები. აქ განვითარებულია თევზჭერა და წყალში უამრავი კალმახი ბინადრობს. სანაპიროზე არაერთი კურორტია, მათ შორის ლუცერნი.
ჩილეს ნაციონალური პარკები
ჩილე განთქმულია ნაციონალური პარკების სიმრავლით. 2414 კილომეტრიანი მარშრუტით ტურისტებს 17 ეროვნული პარკის ხილვა შეუძლიათ. გამორჩეულია ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჩილეში, აღდგომის კუნძულზე.
სამხრეთ კორეა, კანვონდოს პროვინცია
სწორედ ამ რეგიონში გაიმართა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები. პროვინცია განთქმულია სწრაფმავალი მატარებლებით, ჯომარდობით, ლაშქრობისთვის იდეალური ადგილებითა და ულამაზესი სანაპირო ზოლით. რეგიონი განთქმულია გემრიელი სამზარეულოთიც.