ნებრასკის შტათში, მონოვის მხოლოდ ერთი მაცხოვრებელი ჰყავს- 84 წლის ელსი აილერი, რომელიც ქალაქის მერი, ხაზინადარი, ბიბლიოთეკარი და ბარმენია.
ელსი მონოვიში მარტო 2004 წლიდან ცხოვრობს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის ქალაქიდან არ წასულა.
ის მონოვის ერთადერთ ბარს ხელმძღვანელობს, ისევე როგორც 5000-წიგნიან ბიბლიოთეკას.
ცხოვრობს მცირე ზომის სახლში, რომლის გადაადგილებაც შეუძლია.
რაც შეეხება ბარს, ელსიმ ის მეუღლესთან ერთად 1971 წელს შეიძინა და დღემდე 12 საათის მანძილზე ღიაა, რათა სასმელი და კერძები სტუმარს შესთავაზოს.
ბარი ერთადერთ ბიზნესს არ წარმოადგენს, მას ბიბლიოთეკაც აქვს, რომლის ფუნქციონირებაც წიგნების მოყვარული მისი გარდაცვლილი მეუღლის, რუდის ხსოვნის უკვდავსაყოფად ჩაიფიქრა.
ის თავად იხდის იმ გადასახადს, რომელიც ქალაქის 3 ლამპიონს ანათებს, ასევე წყლის გადასახადს.
მას საკუთარი თამბაქოსა და ლიქიორის ლიცენზიაც აქვს, ყოველწლიურად, როცა საბუთებს აწესრიგებს მთავრობა ქალაქის მინისტრს, ანუ ისევ მას უგზავნის დოკუმენტებს და კვლავ ელსი აწერს ხელს.
,,საბუთებს ვიღებ, როგორც მდივანი, ხელს ვაწერ როგორც კლერკი და საკუთარ თავს გადავცემ, როგორც ბარის მეპატრონეს“ - ამბობს ის.
მონოვიში ელსის სანახავად ახლა მთელი მსოფლიოდან ვიზიტორები მოდიან.
,,შემიძლია ჩემს შვილებთან გადავიდე საცხოვრებლად, თუმცა მე აქ ბევრი მეგობარი მსტუმრობს, მონოვი არის ის ადგილი, სადაც ყოფნა მინდა“.