დუბაი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მეგაპოლისია.
არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი, სრული სიცარიელიდან 20 წლის წინათ გაშენდა. ეს რეკორდების ადგილია, მაგალითად დუბაიში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენია აგებული, ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო, ყველაზე დიდი სავაჭრო სივრცე და ა.შ
მითი მე-5: დუბაიში ალკოჰოლი აკრძალულია
დუბაის რესტორანში, კლუბებსა თუ სასტუმროს ნომრებში თავისუფლად დალევთ ალკოჰოლურ სასმელს, თუმცა არის ერთი ფაქტი, სასმელი მაღაზიებში არ იყიდება და არც იმ კაფე-რესტორნებში მოიპოვება, რომელიც სასტუმროს არ ეკუთვნის, რადგან ამის ლიცენზია მხოლოდ მათ აქვთ.
მითი მე-4: დუბაიში აუტანელი სიცხეა
მაისიდან სექტემბრამდე მართლაც ძლიერი სიცხეა. ამ დროს ადგილობრივები დასასვენებლად მიემართებიან და ტურისტებიც ქალაქს არ სტუმრობენ. აღსანიშნავია, რომ კონდიცირების გარეშე დუბაიში ვერცერთ შენობას ან ტრანსპორტს შეხვდებით.
საცხოვრებელ კორპუსებში მოწყობილია მიწისქვეშა პარკინგები, რაც საშუალებას იძლევა მანქანაში ჩასხდნენ და ქუჩის სიცხეში გასვლა არ მოუწიოთ.
თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ აღნიშნულ პერიოდს შეეხება, დანარჩენ დროს აქ კარგი ტემპერატურაა, ზამთარში შესაძლოა საკმაოდ ყინავდეს კიდეც.
მითი მე-3: დუბაიში თითქმის არ არის საფეხმავლო გზა
ეს ასე არ არის, რადგან დუბაიში კარგად მოწყობილი პარკები და სასეირნო ზონებია. თუმცა ნამდვილად, სხვა ქალაქებთან შედარებით აქ საფეხმავლო გზა ნაკლებადაა, დუბაი ხომ უდაბნოში, ცხელ კლიმატში აიგო და თავისი სტრუქტურით ის მაიამის კონცეფციას იზიარებს, სადაც ტაქსის ან საკუთარი ავტომობილის გარეშე გადაადგილება რთულია. უნდა აღინიშნოს, რომ დუბაიში ტაქსი საგრძნობლად იაფია და ტაქსის მძღოლებიც ლიცენზირებულები არიან და კარგად იციან ქალაქი.
მითი მე-2: დუბაი მხოლოდ ნავთობით აყვავდა
რეგიონში ნავთობის განვითარება 80 წელს ითვლის, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და შეიხებმა თანხა რეგიონის განვითარებაში ჩადეს და შეიქმნა, რასაც დღეს ვხედავთ - ცათამბჯენები, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტი, უზარმაზარი ტრასები და სხვა.
ახლა ნავთობი ნაციონალური პროდუქტის 20% -ს ამარაგებს, მთავარი როლი კი ეკონომიკაში ვაჭრობას და ტურიზმს აქვს.
მითი 1-ლი : დუბაიში ფასები მაღალია.
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რასთან მიმართებაში იტყვით ამას. მაგალითად დუბაის ტაქსი ევროპის ტაქსიზე ბევრად იაფია, კარგი ვახშამი რესტორანში იმდენივე ჯდება რაც მოსკოვში. ერთადერთი რასაც ნაკლები ყურადღება ეთმობა შედარებით ნაკლებფასიანი ჰოსტელები და საცხოვრებლებია, სასტუმროში განთავსება კი ის ფასი ეღირება, რაც ევროპაში.