მოდის კვირეული, მრავალსაათიანი გადაღებებისა და ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ მოდელების უმრავლესობა ზღვისპირას ისვენებს. სად მიემგზავრებიან ყველაზე ხშირად ბელა ჰადიდი, კენდის სვეინპოლი, იზაბელ გულარი და სხვა ვარსკვლავები?
ირინა შეიკი - ტაიტი
ბრედლი კუპერის მეუღლე, უმეტესად მზიან ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, მაგრამ დასვენებისთვის ის სანაპიროსკენ მიემართება.
მისი საყვარელი ადგილი ტაიტია, სადაც წყვილმა ბავშვის დაბადების შემდეგ დაისვენა. იახტით გასეირნებებს შორის შუალედში ახალგაზრდა დედა დროს საკუთარ თავს და მზის აბაზანებს უთმობდა.
კენდის სვეინპოლი - ტერკსი და კაიკოსი
Victoria’s Secret-ის ანგელოზი ძირითადად ბრაზილიაში ატარებს დროს, თუმცა დედამიწაზე ყველაზე საყვარელ ადგილად ტერკსი და კაიკოსს მიიჩნევს, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს, ბაჰამის კუნძულებთან ახლოს. ეს არის მშვიდი დასასვენებელი ლოკაცია, შესანიშნავი პეიზაჟებით, განსაკუთრებით საყვარელი ადგილი დაივინგისა და სერფინგის მოყვარულთათვის.
ემილი რატაკოვსკი - იტალია
მექსიკა, მაროკო, იტალია - ემილი რატაკოვსკის საყვარელი ადგილებია. განსაკუთრებით კი პატარა კურორტმა პოსიტანომ მოხიბლა.
იზაბელ გულარი - ბრაზილია
ბრაზილიელი მოდელი საუკეთესო დასასვენებელ ადგილად სამშობლოს მიიჩნევს.
რელაქსაციისთვის მისი საყვარელი ადგილი ფერნანდო დი ნორონიაა, თუმცა ამ პერიოდშიც, მოდელი ვარჯიშსა და იოგას თავს არ ანებებს.
ჰეილი ბოლდუინი - ბაჰამა
ბაჰამის კუნძული ჰეილიმ საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნად შეარჩია. აქ დაპატიჟებული იყვნენ : კენდალ ჯენერი, ბელა ჰადიდი. კამილა მორონე და სხვები.
ნატაშა პოლი - მალდივები
ნატაშა პოლი მაქსიმალური სიმშვიდის მოყვარულია და ამიტომაც ის მალდივებს ანიჭებს უპირატესობას. სწორედ აქ შეხვდა მოდელი 2018 წელსაც, მეუღლესთან, ბიზნესმენ პიტერ ბაკერთან და ქალიშვილ ალექსანდრასთან ერთად.
ბელა ჰადიდი - იამაიკა
ბელა ჰადიდი მზიან იამაიკას ირჩევს და მოდის კვირეულის შემდეგ სწორედ აქ ისვენებს ხოლმე.