მსოფლიოში უამრავი საინტერესო და გასაოცრად ლამაზი ადგილია, მათგან ბევრი ხშირად პოპულარულ ტურისტულ სანახაობად იქცევა. instagram კი ის სოციალური სივრცეა, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა წერტილიდან სამახსოვრო ფოტოები იტვირთება.
8. სანაპირო ბონდი, ავსტრალია
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპირო სიდნეის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
7. ,,ეშმაკის ხიდი“ გერმანია
ხიდი კრომლაუს პარკში მდებარეობს, პოლონეთის საზღვრიდან 6 კილომეტრის დაშორებით. ხიდი ისეა აგებული, რომ წყალში მის ანარეკლთან ერთად იდეალური წრის ფორმა იქმნება.
6. ჰალშტატი, ავსტრია
ეს არის ალპური ზონის, ძნელადმისადგომი ულამაზესი დასახლება.
5. მანაროლა, იტალია
მცირე ზომის მეთევზეთა ქალაქია კლდეზე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დაივინგის მოყვარულთათვის.
4. ლანდავასერის ხიდი, შვეიცარია
ეს არის 136 მეტრის სიგრძის ხიდი ლანდავასერის მდინარის თავზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობათა ჩამონათვალში შედის.
3. ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე, გერმანია
ლუდვიგ II-ს რომანტიკული ციხესიმაგრე ბავარიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამბობენ, რომ ჩაიკოვსკის ,,გედების ტბის“ იდეა სწორედ აქ გაუჩნდა.
2. ბამბუკების ტყე საგანო, იაპონია
პატარა ტყე არასიამას პარკში, კიოტოს დასავლეთით მდებარეობს, ძალიან ახლოს ბუდისტურ სალოცავთან ,,ტენრი-ჯი“.
1. ცისფერი ლაგუნა, ისლანდია
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო სპა-კომპლექსი.