თბილისში ტურ-ოპერატორებისთვის საერთაშორისო B2B Luxury & MICE ვორქშოპი უკვე მეორედ ჩატარდა. ღონისძიებას სასტუმრო „რედისონმა“ უმასპინძლა. ვორქშოპი მდიდრულ და ტურისტული დესტინაციის პროდუქტებს აერთიანებს, რის ფარგლებშიც გამყვან ტურებზე ორიენტირებული წამყვანი ქართული ტურ-ოპერატორები პრესტიჟულ საერთაშორისო მონაწილეებს გაესაუბრნენ.
B2B luxury & MICE ვორქშოპმა საქართველოს ბაზარზე პირველად წარმოადგინა პრესტიჟული ახალი მიმართულება სლოვენია, რომელიც მრავალმხრივი ტურიზმით ხასიათდება. ვორქშოპის დირექტორმა მარია გორბაჩოვამ განაცხადა: „განსაკუთრებით თბილად მივესალმებით სლოვენიას, რომელიც წელს პირველად იღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და არის ვორქშოპის ოფიციალური დესტინაციის პარტნიორი. ის სთავაზობს ყველა მონაწილეს სლოვენიის ინოვაციურ გაცნობას და არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სიყვარულის აღმნიშვნელ ინგლისურ სიტყვას ატარებს დასახელებაში (Love – ‘I feel sLOVEnia’)”.
“მწვანე, აქტიური, ჯანსაღი“ - ეს სლოვენიის ერთგვარი ლოზუნგია და ქვეყანა თავის სიტყვას ბრწყინვალედ ამართლებს. იმისთვის, რომ მთელი არსებით შეიგრძნო სლოვენია, აუცილებლად უნდა ესტუმრო ამ საოცარ ადგილს, რომელიც სიყვარულის განსაკუთრებული ძალით გავსებს. ცენტრალური ევროპის შუაგულში მდებარე ეს ქვეყანა სტუმრებს ჭარბი სიმწვანით, გეოგრაფიული ლანდშაფტით, კომფორტული კემპინგით და დღესასწაულებით წლის ყოველ სეზონზე იზიდავს. ქართველებისთვის განსაკუთრებით ახლობელია ამ ქვეყნის კლიმატი და გამორჩეული სუფრა. სლოვენიური სამზარეულოს ბრწყინვალებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ქალი მზარეული სწორედ სლოვენიელი ანა როშია. სამკურნალო წყლის და გემრიელი ღვინის გარდა, სლოვენიელი ხალხი კულტურული და ნაციონალური იდენტურობითაც გამოირჩევა. სლოვენიის უძველესი ქალაქი პტუი კარნავალის ჩატარების ისტორიული აღნიშვნით ხასიათდება, რომელსაც უნიკალური ნიღბების გამო 2017 წელს, „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქვეყნის დედაქალაქი, „ლუბლიანა“ იოჟ პლეჩნიკის გასაოცარი არქიტექტურით გვხიბლავს, სადაც უამრავი მუზეუმის მონახულება შეგვიძლია. მოკლედ, ქვეყანა სავსეა სიყვარულით და ეს არამხოლოდ მისი და მისი დედაქალაქის დასახელებაში გამოიკვეთება, არამედ იმ ყოველ წუთში, რომელსაც ევროპის ამ პატარა სამოთხეში გაატარებთ.
ავტორი: Jošt Gantar
ავტორი: Jošt Gantar
ლუბლიანა, ავტორი Jacob Riglin
სლოვენიის ტურისტული შემოთავაზებების შესახებ ქვეყნის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენელს, ანია ბეზგოვსეკს გავესაუბრეთ:
-რა გეგმები გაქვთ საქართველოში, როგორ აპირებთ პოზიციონირებას?
-სლოვენია წელს პირველად იღებს მონაწილეობას B2B Luxury & MICE Workshop-ში. ჩვენ საქართველოს ვხედავთ როგორც პერსპექტიულ არეალს სლოვენიის ტურიზმისთვის, რადგანაც სლოვენია მრავალფეროვანი ლანდშაფტით გამოირჩევა. ჩვენ ტურისტებს სხვადასხვაგვარ ტურისტულ პროდუქტებს ვთავაზობთ. სლოვენიაში თითქმის ყველა სტუმრისთვისაა შესაძლებელი რაიმე საინტერესოს პოვნა. ეს არის ე.წ „მწვანე აქტიური ქვეყანა“. ჩვენ სლოვენიას ასევე „ხუთვარსკვლავიან მიმართულებად“ ვანვითარებთ, რათა დამსვენებლებმა შესაბამისი შთაბეჭდილებები მიიღონ; ინგლისურად ამ გამოცდილებას ‘5 star experience’ ეწოდება.
-როგორ ვითარდებით საქართველოში?
-ეს არის პირველი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში, რომელშიც სლოვენია მონაწილეობას იღებს, რადგანაც ამ ბაზარზე პოტენციალს ვხედავთ. ამიტომაც, ჩართულობას განვაგრძობთ და სლოვენიის ტურისტულ პროდუქტებს მომავალშიც წარმოგიდგენთ.
-რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამ ვორქშოპში მონაწილეობას?
-ეს ვორქშოპი სლოვენიის ტურიზმის წარმომადგენლებსა და კურორტებს საშუალებას აძლევს გაიცნონ ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სლოვენიის ტურისტული შემოთავაზებებით და დაამყარონ მათთან პარტნიორული ურთიერთობა.
-როგორ იღებენ ქართველ ტურისტებს სლოვენიაში?
-ძალიან კარგად. ჩვენც კარგი სუფრით და ღვინით გამოვირჩევით, ბუნებაც ძალიან ახლობელი და ნაცნობია ქართველი ერისთვის, ამიტომაც ვფიქრობ ისინი თავს მშვენივრად გრძნობენ ჩვენთან.
ავტორი: Nea Culpa d.o.o
-როგორ გხვდებიან ქართველები საქართველოში?
-აქ ხალხი ძალიან კეთილისმოსურნე და მომღიმარია. თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ.
-დაინტერესებულნი არიან სლოვენიაში საქართველოს სტუმრობით?
-დიახ, საქართველო ახლა სლოვენიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი მიმართულებაა. ძირითადად, ისინი ჯგუფურად მოგზაურობენ საქართველოში, მათთვის საინტერესოა ახალი ქვეყნების გაცნობა, რომლებიც ამავდროულად განსხვავებულ კულტურას წარმოადგენს. ჩემს გარშემო ვისაც კი საქართველოში უმოგზაურია, მთელი რიგი პოზიტიური შთაბეჭდილებებით და ემოციებით დატვირთულები ბრუნდებიან და დიდ კმაყოფილებას გამოხატავენ.
ავტორი: James Relf Dyer
-რა შეგვიძლია ვნახოთ სლოვენიაში, რას სთავაზობთ მოგზაურობის მსურველებს?
-მიუხედავად იმისა, რომ სლოვენია პატარა ქვეყანაა და მხოლოდ 20 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს, ძალიან მრავალფეროვანი ლოკაციაა. ასეთ პატარა ფართობზე სხვადასხვაგვარ ტურ პროდუქტებს გთავაზობთ. სლოვენიაში შეგიძლიათ დაგეგმოთ გასტრონომიული ტური, ღვინის ტური, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული ხდება, ბევრ სტუმარს სლოვენიაში თერმო კურორტების მონახულება აინტერესებს, სადაც მკურნალობის ან პროფილაქტიკის გავლა შეუძლიათ. ასევე, მომავალი ორი წლის განმავლობაში, სლოვენიის ტურიზმის სტრატეგიის ფარგლებში, ქვეყანა უფრო ინტენსიურად განვითარდება როგორც კულტურული მიმართულება. ეს მოიცავს დიდი რაოდენობით კოშკების და საინტერესო ეკლესია-მონასტრების მონახულებას, რომლებითაც ქვეყანა მდიდარია, შუასაუკუნეების ქალაქების დათვალიერებას, ფესტივალებს, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება. მაგალითად, აღსანიშნავია კარნავალი, რომელიც ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს. ასევე, სლოვენია სპორტული ტურიზმის, აქტიური დასვენების ბევრ ვარიანტს გთავაზობთ. ჩვენი ქვეყნის შემოთავაზებები საკმაოდ სხვადასხვაგვარია და ყოველთვის აღმოაჩენთ რაიმე ახალს.
ავტორი: Tomo Jeseničnik
ავტორი: Tomo Jeseničnik
ავტორი: Iztok Medja
უკანასკნელ პერიოდში, ძირითადად ევროპულ ქვეყნებში, ყველაზე მოთხოვნადი glamcamp გახდა, ე.წ „გლამურული კემპინგი“, რაც სპეციალურად აგებულ ხის კარვებში განთავსებას გულისხმობს. ისინი ყველანაირი კომფორტითაა აღჭურვილი და მათთვისაა ზედგამოჭრილი, ვისაც ბუნების შეგრძნება სურს და ეს სპეციალურად მოწყობილ ლამაზ ადგილებში უნდა. შეიძლება ითქვას, რომ glamcamp-ი უკანასკნელი სეზონების ნამდვილი ჰიტია.
ფოტოს ავტორი: Michael Matti
მიყევით სიახლეებს სოციალურ ქსელებში:
Facebook: Feel Slovenia
Instagram: @FeelSlovenia
Twitter: SloveniaInfo
Youtube: Slovenia
Pinterest: Feel Slovenia
Tripadvisor: Slovenia
Google+: Feel Slovenia
Linkedin: Slovenian Tourist Board
info@slovenia.info
+386 1 589 85 50
ფოტოს ავტორი: Ubald Trnkoczy