ზოდიაქოს ნიშანი თქვენი ხასიათის თავისებურებების, სურვილების მაკონტროლებელია. 2018 წელს თქვენთვის საოცნებო მოგზაურობის მისამართი შესაძლოა სწორედ თქვენი ასტროლოგიური ნიშნის საფუძველზე ამოიცნოთ...
ვერძი, ამერიკის შეერთებული შტატები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამაინები მუდამ რაღაც განსხვავებულს ეძებენ, ამიტომაც მათთვის არიზონასა და იუტას შტატებში მოგზაურობა შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება.
კურო, ტაილანდი - ტაილანდი ცნობილია თავისი ულამაზესი პლაჟებითა და პეიზაჟებით, სადაც კუროებს დაუვიწყარი მოგზაურობა და რელაქსაცია ელოდებათ.
ტყუპები, სინგაპური - სამოგზაუროდ წელს სინგაპურს უნდა ესტუმრონ, ისინი ადვილად ადაპტირდებიან გარემოსთან, რაშიც იუმორის გრძნობაც დიდად ეხმარებათ, ასეთი ტიპის ინტელექტუალები სინგაპურში უამრავ საინტერესო თავგადასავალს უნდა ელოდონ.
კირჩხიბი, იტალია - კრეატიული და ემოციური კირჩხიბები წელს იტალიას უნდა ეწვიონ და დატკბნენ ამ ქვეყნის ულამაზესი ხედებით.
ლომი, ავსტრალია - ლომები მოზღვავებული ენერგიის დახარჯვას ამ ულამაზეს ქვეყანაში მოახერხებენ. ესტუმრებიან ჯუნგლებს, დაკავდიან წყლის სპორტითა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობით, რომელსაც ავსტრალია სთავაზობთ.
ქალწული, ინგლისი - ინგლისი თანამედროვე და გონიერი ადამიანების ქვეყანაა, განსაკუთრებული შთაბეჭდილებაით ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების ნახვა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს.
სასწორი, მალდივის კუნძულები - ულამაზესი სანაპიროები შთაგონებითა და ენერგიით აავსებს სასწორს.
მორიელი, დანია - თანამედროვე და ულამაზესი ქვეყანა არაზედაპირული ხასიათის მორიელებისთვის.
მშვილდოსანი, ინდოეთი - მათთვის 2018 წლისთვის სამოგზაუროდ ინდოეთში წასვლა კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ეს ადგილი შთაგონების წყარო გახდება ოპტიმისტი და მოაზროვნე მშვილდოსნებისთვის.
თხის რქა, ჩინეთი - მათ უყვართ ფილოსოფია, ისტორია, აღმოჩენები და სწორედ ჩინეთია ის ადგილი, სადაც ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებენ და ბევრ საინტერესო თავგადასავალს აღმოაჩენენ.
მერწყული, იაპონია - მერწყულები შემოქმედებითი ბუნებით გამოირჩევიან, ამიტომაც აქ კრეატიული ხელოვნება და კულტურა მოხიბლავთ.
თევზები, ეკვადორი - საუკეთესო ადგილი სამოგზაუროდ 2018 წელს თევზებისთვის ეკვადორია. აქ მეგობრული გარემო დაგხვდებათ, ულამაზესი ბუნებითა და ძალიან მეგობრული ადგილობრივი მაცხოვრებლებით