მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული სააგენტო Bloomberg მკითხველს გუდაურში სტუმრობას ურჩევს.
,,გაემგზავრეთ თბილისში და შემდეგ ისრიალეთ თხილამურებით გუდაურში“ - წერია სტატიაში.
თბილისს ჟურნალისტი აღწერს, როგორც გასაოცარ, თავბრუდამხვევ მიქსს ძველი ღირსშესანიშნაობებისა და უნიკალური ტრადიციების,გამოარჩევს კულინარიას და ასევე საბჭოთა ეპოქის არქიტექტურას.
ჟურნალისტი ტურისტებს ,,ფაბრიკაში“ სტუმრობასაც ურჩევს, რომელიც წლების წინ საკერავი ფაბრიკა იყო ახლა კი იქ ბარები და ხელოვანთა სტუდიებია განთავსებული და ამბობს, რომ ეს თბილისში არტ-ბუმის შესანიშნავი მაგალითია . სტატიაში ნახსენებია კლუბები, ,,ბასიანი“ და ,,დიდი გალერი“- ღამის კლუბები, რომელიც მსოფლიო დონის დიჯეებს იწვევს.
,,თბილისი კომპაქტური ქალაქია, რომლის დათვალიერებას რამდენიმე დღეში მოახერხებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მალე გუდაურისკენ გამგზავრებასაც შეძლებთ,ეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტია".
Bloomberg-ის მიერ შერჩეულ ხუთეულში გუდაურთან ერთად თურქეთი, ნორვეგია, შვეიცარია და სლოვენია შედის.