მას შემდეგ რაც ჩვენ ვიცით, სად გვსურს მოგზაურობა, ვიწყებთ ფიქრს რა გვინდა ვაკეთოთ იქ ჩასვლისას. ის, რაც 2018 წლის სამოგზაურო ტრენდებში ჩაინიშნა, მარტივად გაგვაკეთებინებს საკუთარ არჩევანს.
7.ჯანსაღი ცხოვრება
ჯანსაღ ცხოვრებაზე ორიენტირებული მოგზაურობა ასეთი პოპულარული არასდროს ყოფილა,
ამ მხრივ დაინტერესებული პირებისთვის მიმზიდველი მიმართულება იქნება : პორტუგალია, ბრაზილია, ფილიპინები - სამედიცინო სპასთვის, ან ბალი და პერუ ველოტურებისთვის.
6. ზამთრის ფესტივალები
ზამთრის ფესტივალები მთავარი სანახაობა ხდება მოგზაურებისთვის, მაგალითად ჩინეთის ყინულის ფესტივალს მილიონი ვიზიტორი ჩამოჰყავს.
5. არასტანდარტული საცხოვრებელი
გამოკვეთილი ტენდენცია გაგრძელდება- ტურისტები კვლავ ორიგინალურ საცხოვრებლებს აირჩევენ, რათა მათი მოგზაურობა კიდევ უფრო მეტ განსხვავებულ ემოციას უღვიძებდეთ.
4. ვეგანური არდადეგები
კვების ვეგეტარიანული პრაქტიკა სულ უფრო ვრცელდება. ვეგეტარიანელებისთვის კი აუცილებელია მათ საჭიროებებს რაციონი სტულად მოერგოს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მოგზაურობისას. ამიტომ, პარიზში Soul Kitchen-ის სტუმრობა კარგი არჩევანია, იტალიასა და ინდოეთში მოგზაურობისას კი უამრავ ვეგანურ რესტორანს შეხვდებით.
3. თაობები ერთად
რამდენიმე თაობის (ბებია და ბაბუა, დედა და მამა, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად) ერთად მოგზაურობა მხიარულ თავგადასავალს გპირდებათ.
შესაძლოა მათთან ერთად განსაკუთრებით სასიამოვნო იყოს მოგზაურობა გერმანიაში მატარებლით, ან ბუდაპეშტსა და უნგრეთშივიზიტი.
2.კრუიზი
პატარა ხომალდით საექსპედიციო კრუიზი პოპულარული მარშრუტია.
1. ოთახში მორთმეული სადილის რევოლუცია
ოთახში მორთმეულ სადილზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა, საჭირო გახდა მეტი მრავალფეროვნებაც - შესაბამისად, სასტუმროები ამ მხრივ აქტიურად მუშაობენ.