იტალიურ სოფელ ოლოლაიში 200-მდე ქვის სახლი 1 ევროდ იყიდება, თუმც ამ შესანიშნავი წინადადების ძალაში შესასვლელად აუცილებელი პირობა არსებობს - პირობების თანახმად, მყიდველი 3 წლის განმავობაში მისი შეკეთების ვალდებულებას იღებს, რაც წლის განმავლობაში საშუალოდ 25 000 დოლარის დახარჯვას გულისხმობს.

![]()
ადგილობრივი მავრობა იმედოვნებს, რომ გაყიდვები სოფელს ისტორიას შეუნარჩუნებს და მცხოვრებთა რაოდენობასაც გაზრდის,რადგან ბოლო 50 წლის განმავლობაში ოლოლაიში მცხოვრებთა რიცხვი 2 250 ადამიანიდან 1 300-მდე შემცირდა.
მიუხედავად სახლების სავალალო მდგომარეობისა, სამ სახლს მყიდველი უკვე გამოუჩნდა. ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ დაინტერესებული პირების 100-მდე ზარი მიიღეს. საცხოვრებელი სახლები სარდინიაზე მდებარეობს.





