2016 წლის დეკემბერში, 30 წლის ჯორდან კაჰანა არიზონას უდაბნოს გზაზე მანქანით მიდიოდა, როცა უეცრად 2 პატარა მიტოვებული ლეკვი შენიშნა. მან დაუფიქრებლად წაიყვანა ლეკვები ვეტერინართან, მათ დეჰიდრატაცია აღებიშნებოდათ, თუმცა მალევე გამოჯანმრთელდნენ და ჯორდანთან დარჩნენ.
ამ დღის შემდეგ, ტრიო განუყრელი გუნდია და შტატებში მუდმივად ერთად მოგზაურობს, ჯორდანმა მათ სედონა და ზევსი დაარქვა, ლეკვებთან ერთად მან უკვე 35 შტატი მოინახულა.
ჯორდანი ცხოველებთან ერთად დაუვიწყარ თავგადასავალსა და შთაბეჭდილებებს იზიარებს და ამას ინსტაგრამსა და იუთუბზეც აქვეყნებს.