იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე ზამთრის ყოველწლიური ფესტივალი დაიწყო, რომელიც 21 მარტამდე გაგრძელდება.
ამ დროს, გაყინული ტბის შიკარიბეტსუს ზედაპირი და მისი შემოგარენი სოფელს ემსგავსება, რომელიც ყინულისგან არის შექმნილი.
ამ კონსტრუქციებს კოტანს უწოდებენ, რაც იაპონურად სოფელს ეწოდება. დამთვალიერებლებს შეუძლიათ ყინულით შექმნილი სხვადასხვა ნაგებობა იხილონ, აბაზანები მიიღონ, გაისეირნონ გაყინული ტბის ზედაპირზე ან ყინულის ბარში, ყინულის ჭიქით კოქტეილი მიირთვან.