ზოგიერთი ქალაქის ხალხმრავლობის მიზეზი ბიზნესია, ზოგან კი ტურიზმი ძალიან აქტიურად არის განვითარებული. საინტერესოა, რამდენი მაცხოვრებელი ყავს მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს.
10. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
მოსახლეობა
12,981,000
წლის მანძილზე აქ სასიამოვნო კლიმატია, კიდევ უფრო თბილ თვეებში კი აქ ხალხის განსაკუთრებით დიდი ნაკადია; რომ აღარაფერი ვთქვათ თებერვლის კარნავალზე.
კოპაკაბანას სანაპირო ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ლოკაციაა.
9. სტამბული, თურქეთი
მოსახლეობა: 14,365,000
ის თურქეთის ეკონომიკური ცენტრია.
8.ბუენოს აირესი, არგენტინა
მოსახლეობა: 15,334,000
ის არგენტინის დედაქალაქია და მნიშვნელოვანი ქალაქი ქვეყნის ინდუსტრიაში, ტურიზმსა და ფინანსებში.
7.კარაჩი, პაკისტანი
ეკონომიკური და ინდუსტრიული ცენტრია პაკისტანში. ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროს ლიდერი ამ მხარეში.
6.დაკა, ბანგლადეში
მოსახლეობა: 18,237,000
აქ ერთ კვადრატულ კილომეტრზე 44,500 ადამიანია.
5. კაირო, ეგვიპტე
მოსახლეობა: 19,128,000
კაირო ძველ ეგვიპტესთან ასოცირდება, ის გიზას პირამიდებთან ახლოსაა. ტურიზმის ინდუსტრია აქ ძალიან განვითარებულია.
4.მეხიკო, მექსიკა
მოსახლეობა: 21,157,000
მეხიკო უძველესი კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის ქალაქია.
3. შანხაი, ჩინეთი
მოსახლეობა: 24,484,000
შანხაი ჩინეთში ტურისტულად აქტიური მხარეა, ის ასევე ფინანსური ცენტრიცაა.
2. დელი, ინდოეთი
მოსახლეობა: 26,454,000
დელი ჩრდილოეთ ინდოეთში მდებარეობს. ეს მხარე მსოფლიოში რიგით მეორეა ყველაზე მეტად დასახლებულ ქალაქებს შორის. 2030 წლისთვის ვარაუდობენ, რომ 10 მილიონი მაცხოვრებელი შეემატება.
1. ტოკიო, იაპონია
მოსახლეობა: 38,140,000
2016 წლის მონაცემებით ტოკიო დედამიწაზე ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქია. ვარაუდობენ, რომ მოსახლეობა მომავალ 13 წელიწადში 37,190,000 გახდება.