საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ თითოეული მოგზაურობა დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებაა. თუმცა ხშირად ფინანსური საკითხები გვაფერხებს , რადგან ამ ყველაფერს ძვირადღირებულ სიამოვნებად მივიჩნევთ.
არის ქვეყნები, სადაც სტუმრობა თქვენ საფულეს არ დააცარიელებს.
რუმინეთი
საცხოვრებელი: €6–დან (ჰოსტელი); €11–დან (ჰოტელი)
საკვები: €3– დან
ტრანსპორტი: €0.34–დან.
რუმინეთი ადგილია, სადაც რეალობა და ზღაპარი ერთმანეთს ხვდება. აქ უამრავი რამ აღმოსაჩენია: სკერიშოარის მღვიმე, ასტრა პარკი თუ პელეს სასახლე... რუმინეთში საოცარი ხედები თავს დაგამახსოვრეთ, ასევე თვალისმომჭრელი სილამაზის არქიტექტურა და რაღა თქმა უნდა ხელმისაწვდომი ფასები.
საცხოვრებლის ღირებულება ქალაქზეა დამოკიდებული. თქვენ მინი–ბუნგალოში, ზღვასთან ცხოვრება შესაძლოა მხოლოდ €8 დაგიჯდეთ.
ლაოსი
საცხოვრებელი: €4–დან (ჰოსტელი); €9–დან (ჰოტელი)
საკვები: €2–დან
ტრანსპორტი: €2–დან
ეს ზურმუხტისფერი ქვეყანა მისი ეგზოტიკურობით გამოირჩევა და საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ხელმისაწვდომ ტურზე ოცნებობს.
მაგალითად, ნავით 8–საათიანი მოგზაურობა მხოლოდ €9.50 დაგიჯდებათ, რათა ვან ვიენგის მღვიმეებს ეწვიოთ. ჰოსტელის პოვნაც €4–დ არ გაგიჭირდებათ. მენიუ განსხვავებულია: კარტოფილი ხორცით – €2, კრეპები €1 იოგურტი ან ბანანები €0.50 ღირს. ქალაქში ველოსიპედით გასეირნება კი დღის მანძილზე €1.50 ეღირება.
პორტუგალია
საცხოვრებელი: €8–დან (ჰოსტელი); €16–დან (ჰოტელი)
საკვები: €4–დან
ტრანსპორტი: €1.85–დან.
შესანიშნავ პორტუგალიაში ყველაფერი შესაძლებელია: ლამაზ სანაპიროზე გასეირნება, ცხენით ჯირითი მადეირაზე, ღვინის ტური ალტო დუროში, ვეშაპების მონახულება აზორის კუნძულზე და ბევრი სხვა.
კაფეში 2–კაციანი კვება €11 დაგიჯდებათ, თუმცა დასვენებისას შეძლებთ თავადაც მოამზადოთ საკვები, პროდუქტები ძვირი არ ღირს, (ხორცი €7, ქათამი €6 , ყველი €5, ხილი €2–დან ...). თუ გსურთ, რომ ლისაბონის მუზეუმს უფასოდ ეწვიოთ, მიიღოთ ფასდაკლებები მაღაზიებში და არ გადაიხადოთ ტრანსპორტის საფასური– Lisboa Card cialis achat დაგეხმარებათ.
ბულგარეთი
საცხოვრებელი: €7–დან (ჰოსტელი); €15–დან (ჰოტელი)
საკვები: €2–დან
ტრანსპორტი: €0.51–დან
ბულგარეთი და მისი ზღვისპირა ქალაქები გელიან: ოქროს ქვიშები, ნესებარი, სოზოპოლი და სხვა. გაგაოცებთ რილის 7 ტბა, ბელოგრადჩიკის კლდე, ვარდების მდელო...
რესტორანში მხოლოდ €4–დ ისადილებთ, კაფეში კი , €1.50–დ ისაუზმებთ. პური, ყველი, კარტოფილი, ქათამი, ხილი და ღვინო – ყველაფერი ერთად მარკეტში €12-€14 დაგიჯდებათ.
პერუ
საცხოვრებელი: €5–დან (ჰოსტელი); €11–დან (ჰოტელი)
საკვები: €2–დან
ტრანსპორტი: €0.40–დან.
პერუს ხსენება ალბათ უმეტესად მაჩუ პიკჩუს ასოციაციას იწვევს. ინკების ეს ქალაქი საოცარია, აქ ტიტიკაკას ლეგენდარულ ტბას იხილავთ, აქვეა ამაზონის ჯუნგლები და ჰუაკაჩინას ოაზისი.
ადგილობრივ კაფეებში ხშირად მოგართმევენ ქათამს ბოსტნეულით, რომლის ფასი მხოლოდ €2–ია, ლანჩი €3-€5 ღირს. პური, ქათმის მკერდი, კვერცხი, ხილი და ყველი– შეგიძლიათ მაღაზიაში €10–ს ფარგლებში ერთად შეიძინოთ.
პოლონეთი
საცხოვრებელი: €7–დან (ჰოსტელი); €17–დან (ჰოტელი)
საკვები: €4–დან
ტრანსპორტი: €0.80–დან.
პოლონეთი გთავაზობთ შესაძლებლობას, რომ აღმოაჩინოთ ელეგანტური დედაქალაქი, იხილოთ მალბორკის სასახლე, ისიამოვნოთ სათხილამურო კურორტებით.
აქ ფასებიც გასიამოვნებთ, თუ რძეს, პურს, კვერცხს, ბრინჯს, კარტოფილს, ხახვს, ქათამსა და ღვინოს შეიძენთ მხოლოდ €11–ს დახარჯავთ.
კაპუჩინოს ან ერთი კათხა ლუდის ფასი €1.60–ია.
უნგრეთი
საცხოვრებელი: €7–დან (ჰოსტელი); €10–დან (ჰოტელი)
საკვები: €2.50–დან
ტრანსპორტი: €1.14–დან
უნგრეთი ბევრ ევროპულ ქვეყანას კონკურენციას უწევს, რასაც მისი ხელმისაწვდომობა თან ერთვის.
უნგრეთში მასპინძელ ოჯახში უფასოდ ცხოვრებასაც შეძლებთ. ასევე უფასო იქნება ბუდაპეშტის მუზეუმებში სტუმრობა. აუცილებლად მოინახულეთ ტიჰანის ლავანდის მდელოები და უძველესი ციხესიმაგრეები დანუბში.
რესტორანში €2.50-€6–დ ისადილებთ; პური, ყველი, ღვინო და ქათამი კი €11-€12–ად შეგიძლიათ შეიძინოთ. ხელსაყრელია, თუ გექნებათ ერთდღიანი სამოგზაურო ბარათი, რაც €5.30 ღირს და ერთ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს მთელი დღის მანძილზე უფასოდ გადაადგილდეს (€10.60 ჯგუფის შემთხვევაში).
ფილიპინები
საცხოვრებელი: €4–დან (ჰოსტელი); €9–დან (ჰოტელი)
საკვები: €1.80–დან
ტრანსპორტი: €0.30–დან.
ველური ბუნება, თბილი კლიმატი და მშვენიერი სანაპიროები – ეს ფილიპინებია.
აქ სახლის ქირაობა თვის მანძილზე €260 ღირს. ბორაკაის კუნძულზე ოთახი Wi-Fi –თ და კონდიციონერით €12 ჯდება. ყველაზე ხელმისაწვდომი ფასით რესტორნები და სასტუმროები Boat Station 3 –ში მდებარეობს.
ბალი
საცხოვრებელი: €3–დან (ჰოსტელი); €8–დან (ჰოტელი)
საკვები: €2–დან
ტრანსპორტი: €0.36–დან.
ბალი საოცრებებით სავსეა. პეპლების პარკში სტუმრობა ,ტირტა ემპულის ტაძარი, სეკუმპულის ჩანჩქერი და საოცარი სანაპიროები დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ.
საცხოვრებლის ქირაობისას კვებაც თანხაში შევა და დამოკიდებული იქნება, თუ რა ტიპის სამზარეულოს აირჩევთ ( ჩინური, ევროპული, ინდონეზიური).
ნიკარაგუა
საცხოვრებელი: €4–დან (ჰოსტელი);€10–დან (ჰოტელი)
საკვები: €2–დან
ტრანსპორტი: €1–დან.
თუ ცენტრალურ ამერიკას ესტუმრებით, ნიკარაგუაში ვიზიტს არასდროს ინანებთ.
აქ გარეთ კვება მოსახერხებელია და €2-€8 დაგიჯდებათ. შეგიძლიათ იმოგზაუროთ გრანადაში, უყუროთ მომოტომბოს ვულკანებს, ორქიდეების პარკი და ეგზოტიკური ჩიტებიც იხილოთ.