საქართველო დაინტერესებულია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს.
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი "Discover Georgia" წარუდგინა.
ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში გამოგზავნის ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა დადებითად შეაფასა პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში სპორტის განვითარების კუთხით მიაღწია.