ცნობილია, რომ ადგილობრივების მყუდროებას ტურისტები არღვევენ.
ზოგიერთ ქალაქს კი ამ მიზეზით იმდენი პრობლემა გაუჩნდა, რომ დღეში ვიზიტორების მიღების გარკვეული ლიმიტიც კი დააწესა და ტურიზმის ,,წინააღმდეგ“ რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა.
ვენეცია, იტალია
ცნობილია, რომ ვენეცია იძირება, რის გამოც ტურისტების ნაკადი მუდმივად უწყვეტია, რათა მისი მშვენიერება დროულად იხილონ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტურიზმი, კერძოდ კი კრუიზები ქალაქში გაზრდილი დაბინძურების მიზეზია.
ვენეციამ მკაცრი კანონიც შეიმუშავა, დასჯადია: დაბინძურება, საჯარო სივრცეში მაისურის გარეშე სიარული, ხეებსა და შენობებზე წარწერების დატოვება. ასევე კონტროლდება და იზღუდება ახალი სასტუმროს ოთახების რაოდენობაც.
დუბროვიკი, ხორვატია
,,სამეფო კარის თამაშების“ პოპულარობამ აქ ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაზარდა. შოუში ამ ქალაქს ხშირად შეხვდებით.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ დუბროვნიკის მერმა 2017 წლის აგვისტოში ტურისტების მიღების მაქსიმალური რაოდენობის შესახებ გეგმაც წარადგინა, რათა ქალაქმა მათთან ,,გამკლავება“ შეძლოს.
კოზუმელი, მექსიკა
ეს ლამაზი კუნძულია, კარიბის ზღვით შემოსაზღვრული, რომელიც მსოფლიოში კრუიზით მოგზაურობის თვალსაზრისით, პოპულარობით მეორე ადგილს იკავებს.
ნავები და მყვინთავები მარჯნის რიფებს აზიანებენ, რასაც საზღვაო ტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურება თან ერთვის.
ბარსელონა, ესპანეთი
ბარსელონას მცხოვრებლები ტურისტების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას არ მალავენ. გასულ წელს მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც კი გამართეს, რაც ძალადობით დასრულდა.
პოპულარულ ადგილებში სპეციფიკური წესებიც შემუშავდა, მაგალითად La Boqueria–ს სავაჭრო ცენტრში სტუმრობისას ტურისტული ჯგუფები მაქსიმუმ 15 კაცისგან უნდა შედგებოდეს. მათი დიდი ნაკადი, რომელიც ფოტოების გადაღებით საცობს ქმნიდა ადგილობრივების ყოველდღიურ ვაჭრობას აფერხებდა.
კუბა
გასული წლის რეკორდულმა მაჩვენებელმა – 3,5 მილიონმა ტურისტმა ადგილობრივებისთვის საკვების მარაგიც კი შეამცირა, პროდუქტებზე ფასმა ძალიან სწრაფად მოიმატა, მაცხოვრებლებს კი უამრავ რამეზე არ მიუწვდებათ ხელი.
კუბას მთავრობამ სიტუაცია მოგვიანებით დაასტაბილურა.