მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა პორტალმა ის 7 ქალაქი დაასახელა, რომელსაც 2018 წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. აღსანიშნავია, რომ ამ მცირე რაოდენობაში ღირსეულ ადგილს საქართველოს დედაქალაქი, თბილისიც იკავებს.
"თბილისში ბოლო 18 თვის განმავლობაში რაღაც გარდატეხა მოხდა და მას "2018 წლის ლისაბონიც" კი შეიძლება ვუწოდოთ. ეს აუცილებლად სანახავი მიმართულება ყურადღებას მოდით, ხელოვნებით და კრეატივით იპყრობს. ქალაქის ახალი მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე 334 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით ქალაქში ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის განვითარებას გეგმავს."
საუკეთესო კრიტერიუმებად სახელდება Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული, ტექნო მუსიკა და ღვინო. CNN ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს თბილისს ცნობილი რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი ეწვია და ქალაქში კინოს ინსტიტუტის გახსნას გეგმავს.
სიის დანარჩენი ქალაქებია:
ტორონტო, კანდა
მასკატი, ომენი
დანდი, შოტლანდია
პარიზი, საფრანგეთი
ტოკიო, იაპონია
სენ მიგელ დე ალენდე, მექსიკა