არაფერია იმაზე უცნაური ამინდი, როცა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში თოვს. რამდენიმე დღის წინ, Ain Sefra-ში, ალჟირის უდაბნოში, რომელსაც "საჰარას შესასვლელს" ეძახიან, თოვლი მოვიდა, რაც უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მესამეჯერ მოხდა. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ტერიტორიაზე 38 სანტიმეტრი სიმაღლის თოვლია, თუმცა თავად Ain Sefra-ს ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ 3 სანტიმეტრია მითითებული. თოვლმა ზედაპირზე მთელი ნახევარი დღის განმავლობაში გაძლო და მხოლოდ 5 საათზე დაიწყო დნობა. მსგავსი ფენომენი ერთი წლის წინ მოხდა, მანამდე in Sefra-ს თოვლის ფანტელები 37 წლის განმავლობაში არ ენახა.