თუ რომში მოგზაურობა გადაწყვიტეთ, დიდი ალბათობით პოპულარული ღირსშესანიშნაობების მონახულებასაც გეგმავთ, როგორიც არის: კოლიზუმი, ვატიკანი, ტრევის შადრევანი და სხვა. საკუთარი გეგმის წარმატებით შესასრულებლად კი შეცდომებისგან თავის არიდება მარტივად შესაძლებელია.
აღნიშნული სანახაობების სწორ დროს ვიზიტს ან თუნდაც სასმელის სწორად შეკვეთას ადგილობრივები ტურისტებს ურჩევენ და მათ რამდენიმე კონკრეტული რჩევაც აქვთ იმისთვის, რომ რომში მოგზაურობა თქვენთვის კიდევ უფრო სასიამოვნო თავგადასავლად იქცეს.
11.
მენიუ
იტალიაში სტუმრობისას მნიშვნელოვანი უპირატესობა საოცარი იტალიური სამზარეულოა. ადგილობრივე მის წინასწარ კარგად გაცნობას გვირჩევენ, რათა მენიუ მხოლოდ პიცითა და პასტით არ შემოიფარგლოს, რადგან არჩევანი უსასრულოდ მრავალფეროვანია.
10.
სწორი დრო
ტურისტების დიდი ნაკადის გათვალისწინებით პოპულარული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება შუადღით არ ღირს. თქვენი მოგზაურობის განრიგში ეს აქტივობა დილით ადრე ან გვიან საღამოს უნდა დაგეგმოთ.
მაგალითისთვის, ტრევის შადრევნის მონახულება ღამის 3–დან 6 საათამდე საუკეთესოა, სანამ მაღაზიები გაიღება და ტურისტები მომრავლდებიან.
9.
ტაძრები
ცდებით, თუ რომის ისტორიისა და ხელოვნების შესახებ ინფორმაციის მიღებას მხოლოდ მუზეუმებიდან აპირებთ. სრულიად უფასოდ, ულამაზესი არქიტექტურისა და მრავალი ღირსშესანიშნაობის ნახვა ტაძრებში შეგიძლიათ, სადაც მაგალითად კარავაჯოს ცნობილ ნახატებსაც მოინახულებთ.
8.
იტალიური ენა
რომაელებთან უფრო უკეთ დაიჭერთ ურთიერთობას, თუნდაც მხოლოდ 2 სიტყვის 'ciao' ან 'grazie mille'–ს დასწავლით, ისინი ამას დააფასებენ.
7.
ტაქსი
თუ ყველგან ტაქსის გამოიყენებთ, თქვენ უამრავ თანხას დახარჯავთ და ამასთან ერთად, ქალაქის მრავალ მნიშვნელოვან კუთხეს გამოტოვებთ.
უბრალოდ ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელი და ისეირნეთ რომში.
6.
გასცდით ქალაქის ცენტრს
რომში ბევრი რამ არის სანახავი, რომელიც ქალაქის ცენტრის გარდა სხვაგანაც გვხვდება. ასე რომ, რომაული კულტურისა და ავთენტურობის გასაცნობად გასცდით კარგად ნაცნობ საზღვრებს.
5.
რომი ყველა სეზონზე
რასაკვირველია ზაფხულის რომი შესანიშნავია, თუმცა სიცხის გარდა შესაძლოა აქ ტურისტების დიდმა ნაკადმა დისკომფორტი შეგიქმნათ.
არ შეგაშინოთ უამინდობამ და სხვა სეზონზეც ეწვიეთ რომს, რომელიც შესაძლოა იყოს წვიმიანი, თუმცა ნაკლები ხალხით, მეგობრული გარემოთი და დაბალი ფასებით.
4.
ბილეთები შეიძინეთ წინასწარ
ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისთვის საჭირო ბილეთები აუცილებლად წინასწარ შეიძინეთ, თანაც ონლაინ. ასე უზარმაზარ რიგს აირიდებთ.
3.
ტრანსპორტი
თუ რომში გადაადგილებას ავტობუსით ან მეტროთი გეგმავთ, გაითვალისწინეთ რომ ტრანსპორტი ცოტათი აგვიანებს.
2.
გაუფრთხილდით ღირებულ ნივთებს
რომი სავსეა ტურისტებით, ხშირია ჯიბის ქურდობაც, ასე რომ ყურადღება მიაქციეთ ძვირფას ნივთებს და არ ატაროთ დიდი ოდენობით ნაღდი ფული.
1.
იტალიური ღვინო
შეუკვეთეთ რესტორანში იტალიური ღვინო, აღმოაჩინეთ ახალი გემო და ცოტა ხნით უარი თქვით თქვენთვის კარგად ნაცნობ ალკოჰოლზე.