ნიუ-იორკ პლაზას სასტუმრო მანჰეტენზე, სადაც "მარტო სახლში 2"გადაიღეს, საშობაო არდადეგებზე სტუმრებს სერვისს "იცხოვრე როგორც კევინი" სთავაზობს, ეს არის სრული ტური იმისთვის,რომ თავი ფილმის მთავარი გმირივით, კევინ მაკკალისტერივით იგრძნოთ.
სტუმრები შეძლებენ გადაიღონ ფოტოები ფოტოკაბინაში, ჭამონ უზარმაზარი ნაყინი ნომერში და მიიღონ სუვენირები.
გარდა ამისა, სტუმრებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური მენიუ, რომელიც პოპულარული სწორედ 1990-იან წლებში იყო.
სრული მომსახურება 895 დოლარი ღირს.