ახალი წელი უამრავ ტრადიციას უკავშირდება, ზოგიერთი საკმაოდ უცნაურ რიტუალს წარმოადგენს, თუმცა ყველა მათგანი კუთხის ინდივიდუალიზმს ასახავს და ერთი საერთოც აქვთ – სურვილი იმისა, რომ ძველის გაცილება და ახალი, წარმატებული წლის დადგომა იხილონ.
დამსხვრეული თეფშები, დანია
დანიაში გამოუყენებელ ჭურჭელს 31 დეკემბრამდე ინახავენ, შემდეგ კი ახალი წლისთვის მათ ოჯახისა და მეგობრების სახლის კარებს ახეთქებენ და ამსხვრევენ.
12 ყურძნის მარცვლის ჭამა, ესპანეთი
ესპანეთში სჯერათ, რომ 12 მარცვალი ყურძნის ერთდროულად მირთმევის შემთხვევაში მომავალი წელი ბედნიერი იქნება.
ფერადი საცვლები, სამხრეთ ამერიკა
სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ კუთხეში ფერადი საცვლების ტარებით, სჯერათ, რომ საახალწლოდ მათი ბედი წყდება. წითელი ნიშნავს, რომ სიყვარულს იპოვიან, ოქროსფერი კარგ შემოსავალს, თეთრი კი სიმშვიდეს.
ნაყინის დაგდება, შვეიცარია
ისინი ახალ წელს ნაყინის ძირს დაგდებით ეგებებიან.
მონეტების გადაგდება, რუმინეთი
ფულს ისინი მდინარეში კარგი იღბალის მოსატანად ყრიან.
წყლიანი სათლი, პუერტო რიკო
პუერტო რიკოს ზოგიერთ მხარეში წყალს ფანჯრიდან სათლით ასხამენ, რათა ავი სულები განდევნონ.
ძროხა, ბელგია
ბელგიაში ძროხებს ახალ წელს ულოცავენ.
ტკბილი ხურდა, ბოლივია
ბოლივიაში მონეტას გამომცხვარ ტკბილეულში ათავსებენ, ვისაც ის შეხვდება ბედნიერი წელიწადი ელის.
სასაფლაოზე ძილი, ჩილე
ჩილეში ოჯახებს საყვარელი ადამიანის საფლავზე სძინავთ, ასე ახალ წელს მათთან ერთად ხვდებიან.
მეკვლე, შოტლანდია
შოტლანდიაში მეკვლემ თან საჩუქარი უნდა მოიტანოს, რათა ყველასთვის იღბლიანი წელი დადგეს.