ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ბარსელონა ჩვენს საყვარელ ქალაქად იქცეს. კატალონიის დედაქალაქი სანაპიროებითა თუ ბარებით იმდენად დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, რომ მასში დაბრუნება მუდამ გვინდება. გოთიკური არქიტექტურა, რომელიც წვრილ ქუჩებს ამშვენებს, https://www.cialissansordonnancefr24.com/cialis-pharmacie/ ტკბილი სანგრია, ხედები მთიდან და განუმეორებელი გაუდი... წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებიც აქ მოგზაურობას ახლავე მოგანდომებთ.
#1 Güell-ის პარკი, ანტონიო გაუდის მიერ დაპროექტებული მოზაიკის აივანი
#2 Antiga Casa Figueras - ტკბილეულის მაღაზია, რომელიც 1820 წელს აიგო
#3 პოპულარული სანაპირო - Barceloneta
#4 გოთიკური კვარტალი
აქ განთავსებულია ისტორიის მუზეუმი და ცნობილი კათედრალი La Seu
#5 Tibidabo - მთის უმაღლესი მწვერვალი
აქ ქალაქის შესანიშნავი ხედებით დატკბებით
#6 La Boqueria - შოკოლადის არჩევანი
ესპანეთის უდიდესი მაღაზია დიდ არჩევანს გვთავაზობს
#7 La Sagrada Família
გაუდის არქიტექტურით შექმნილი ტაძარი გარედანაც და შიგნიდანაც საუცხოო შთაბეჭდილებას გვიქმნის.
#8 Palau de la Música Catalana - გასაოცარი საკონცერტო დარბაზი კატალონიური მოდერნისტული სტილით
დღის საათებში ჭერი ბუნებრივი ფერებით ანათებს
#9 Casa Batlló - გაუდის მორიგი ხელოვნების ნიმუში
ფერადი ფანჯრები და ტალღოვანი კედლები კრეატიულ არქიტექტურას წარმოაჩენს
#10 Plaça Reial - მოედანი რომელიც ღამით დატვირთული ხდება
აქ ქალაქის მთავარ შადრევანს მოინახულებთ