სასტუმროს ნომრები დასვენების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მოგზაურობისას სახლებისა და ბინების ქირაობა განვითარდა, სასტუმრო მაინც მყუდრო და მოწესრიგებულ ნავსაყუდელად რჩება. ხშირ შემთხვევაში მათ მდიდრულობის გამო აკითხავენ, თუცმა დაბალფასიან სასტუმროშიც კი შესაძლებელია დაუვიწყარი შთაბეჭდილება მიიღოთ. ფაქტია, სასტუმროში დარჩენასაც თავისი პლუსები აქვს. მოგზაურობისას, ტურისტების მთავარ მისწრაფებას ახალი ქალაქის შესწავლა წარმოადგენს და სასტუმროს ნომრები ამაში მათ ხშირად ეხმარებათ.
#1 კარიბის სამოთხე - Jade Mountain Resort
როცა საქმე მიმზიდველ ხედებს ეხება, ტურისტმა სწორედ ამ მაგიურ ადგილს უნდა მიაკითხოს. აქ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ხედებია ოკეანზე.
#2 "ველური მეზობლები" - Giraffe Manor and Nairobi, კენია
რა ჯობია იმას, როდესაც საუზმისას კერძის განაწილებას ჟირაფები გთხოვენ? ხანდახან მეზობლობას ადამიანების მაგივრად, ადგილობრივი ცხოველები გიწევენ, ამისთვის კი კენიას უნდა მიაშურო.
#3 მომაჯადოებელი არდადეგები მილანში - Hotel Principe di Savoia
არაფერია იმაზე დიდებული, როდესაც საცურაო აუზი პირდაპირ სასტუმროს ნომერში გაქვს და მხოლოდ შენ გეკუთვნის.
#4 პატაგონიური ოცნება - Explora Hotel Salto Chico
სამხრეთ ამერიკა სავსეა მთელი რიგი საიდუმლოებებითა და ლამაზი ადგილებით. პატაგონია არგენტინასა და ჩილეს შორისაა და ამ ორი ქვეყნის ტურისტები აუცილებლად სტუმრობენ მას.
#5 მათთვის, ვისაც წყლის არ ეშინია - Poseidon Undersea Resort
ფიჯის კუნძულებთან მდებარე ამ სასტუმროში ექსტრემალი ტურისტები ჩერდებიან.
#6 ნამდვილი კლასიკა - La Sirenuse, პოსიტანო, იტალია
აქ დიდ კათედრალებსა და დატვირთულ ქუჩებს ვერ შეხვდებით - დაგხვდებათ სიმშვიდე, რომლისკენაც ბევრი ტურისტი ისწრაფვის.
#7 ღამის ოცნება - The Kakslauttanen Igloo Village, ფინეთი
მათ ვისაც თოვლიანი მთების და ვარსკვლავების თვალიერება კომფორტული სასტუმროს ნომრიდან სურს, ფინეთის იგლუებს უნდა ესტუმროს.
#8 სილამაზეს ხანდახან საზღვრები არ აქვს - Mykonos Blu Resort
წყლის მოყვარულებისთვის მიკინოსის ზღვა განსაკუთრებით შთამბეჭდავია. პატარა კუნძულზე მოსახლეობის რაოდენობა 10 000-ს არ სცდება.
#9 ტკბილი ოთახი - Hotel La Reserve, პარიზი
მათ ვისაც ტკბილეული უყვარს, შეუძლია მთლიანი სასტუმროს ოთახი შეჭამოს. ეს ნომერი შანელის კრეატიული დირექტორის, კარლ ლაგერფელდის დიზაინითაა დაპროექტებული.
#10 შვეიცარიის მთები - Zermatt, შვეიცარია
სათხილამურო კურორტის ცენტრში მდიდრული სასტუმრო მდებარეობს, რომლის ოთახებიდანაც საოცარი ხედებით დატკბებით.