პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის წელიწადნახევრიანი რომანი ნიშნობით გრძელდება, საიდან დაიწყო ყველაფერი? გაცნობიდან რამდენიმე კვირაში, ჰარის თქმით შეყვარებული ბოტსვანაში წაყოლაზე დაითანხმა და ვარკსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გატარებულ დროს სიამოვნებით იხსენებენ.
ბოტსვანა სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს და მშვენიერი ბუნებით გამოირჩევა. ველური ბუნებისა და უნიკალური პეიზაჟის მქონე მხარეში მოგზაურობა წყვილისთვის სასიამოვნო თავგადასავალი აღმოჩნდა.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ადგილის შესახებ:
აქ ყველაზე მეტი სპილო ბინადრობს
ბოტსვანაში მძიმე მეტალის მუსიკა საინტერესოდ განვითარებულია
ბოცვანაში უამრავი სივრცეა, ის ნაკლებადაა მჭიდროდ დასახლებული
ბოტსვანა მთლიანად ხმელეთს შუაა მოქცეული, თუმცა კარგი თავგადასავალი გელით ჩოუბის მდინარის კრუიზზე
აქ განსაკუთრებით იცავენ მარტორქებს გადაშენებისგან