ბრაზილიაში Ponta dos Ganchos ინსტაგრამზე აქტუალური ადგილია, სადაც დამსვენებლები უამრავ ფოტოს იღებენ. კურორტის ოფიციალურ ექაუნთს 60 000 გამომწერი ჰყავს, რომლებიც სამახსოვრო ფოტოებზე ადგილმდებარეობას უთითებენ (მათ შორის ბევრი მოდელი და ბლოგერია), შესაბამისად მათი დათვალიერება მსურველებს შეუძლიათ.
ახლადდაქორწინებულმა წყვილმა ჩენდლერ ჰოლბრუკმა და ჯეისონ ჯილბერტმა სწორედ ამ კურორტზე თაფლობისთვეში დასვენებისას, უკვე არსებული ფოტოების სახალისო განმეორება შექმნეს.
,,ჩემი მეუღლე პროდიუსერი, ფოტოგრაფი და დიზაინერი ერთდროულად აღმოჩნდა და ამ სახალისო ექსპერიმენტზე უყოყმანოდ დამთანხმდა, ძალიან გავერთეთ!"–ამბობს ჯილბერტი.