Dior-მა ახალი კოლექციის Resort 2018 სარეკლამო კამპანია წარმოადგინა. სურათებზე გამოსახულია მოდელები, რომლებიც ბრენდის საკრუიზო კოლექციაში გამოწყობილებები სეირნობენ მთებში და მოგზაურობენ ფურგონით - მათ Dior-ის ლოგოთი გაფორმებული თხელი კაბები და პალტოები აცვიათ, რასაც კოვბოის ქუდებსა და ეთნიკურ სამაჯურებს უხამებენ.
შეგახსენებთ, მარია გრაცია კიურომ Dior-ის საკრუიზო კოლექციის შოუ სანტა-მონიკას მთებში გამართა, სადაც ერთ-ერთი სტუმარი პოპ-ვარსკვლავი რიანა იყო, რომელიც განსხვავებული იმიჯით წარსდგა და კოლექციის სამოსიც მოირგო. დიზაინერის თქმით კოლექცია ქალისა და ბუნების კავშირს ეძღვნება. სწორედ ეს გახდა სარეკლამო კამპანიის მთავარი თემა. ცნობილი ბრენდის ახალი სარეკლამო კამპანიის ფოტოები კეს ბერდს ეკუთვნის, კამპანიის სახეები კი მოდელები რუთ ბელი და გრეის ჰარტცელი გახდნენ.