მოგზაურობა დიდი ალბათობით ჩვეული რეჟიმიდან ამოვარდნას იწვევს, ხშირად მაღალკალორიულ საკვებს ვეტანებით და დასვენება ის მიზეზია, რის გამოც ვარჯიშითაც თავს აღარ ვიწუხებთ.
ამიტომ, რამდენიმე რჩევის გათვალისწინება საჭიროა, რათა მოგზაურობისას საკუთარ ჯანრმთელობაზე ვიზრუნოთ და თავს გავუფრთხილდეთ.
1. იპოვეთ ნატურალური პროდუქტების მაღაზია
მოიძიეთ ახლოს სავაჭრო ობიექტი, სადაც შეძლებთ თქვენი მაცივრისთვის ჯანსაღი საკვები შეიძინოთ, ბოსტნეულისა და ორგანული პროდუქტის მოძიება საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა სწორად კვება შეძლოთ.
2. ძილი
მგზავრობისას თუ ადგილზე ჩასვლის შემდეგ- აუცილებელია ყოველ ღამით 7-8 საათის მანძილზე იძინოთ; თუ მასპინძელ ქვეყანაში ახალ დროსთან შეგუება გიწევთ, შეეცადეთ პირველ დღეს სამშობლოში შეჩვეული რეჟიმიდან არ ამოვარდეთ და დროის ახალ ზონას მოერგოთ, მომდევნო დღეებისთვის ეს ბიოლოგიური საათისთვის სიგნალი იქნება. გახადეთ ძილი პრიორიტეტი, რადგან ის თქვენს იმუნურ სისტემაზე აგებს პასუხს!
3. ისეირნეთ
თქვენ ხომ ისედაც უამრავი რამ გაქვთ ირგვლივ აღმოსაჩენი, ფეხით სეირნობისას კი უცხო ქალაქების მშვენიერებას კიდევ უფრო შეიგრძნობთ. ასე ცნობილი ღირსშესანიშნაობების გარდა ბევრ ,,დამალულ განძსაც“ იპოვით (რაც შესაძლოა, გზამკვლევში არც იყოს აღნიშნული) და ვარჯიში ჯანმრთელობასაც წაადგება.
4. იქირავეთ ველოსიპედი
ასე უამრავ კალორიას დაწვავთ და დროსაც შესანიშნავად გაატარებთ. უამრავ ქალაქში ველოსიპედების გაქირავების პროგრამა მოქმედებს, ამისთვის შეგიძლიათ ლოკალურ მაღაზიებსაც დაუკავშირდეთ.
5. თან იქონიეთ ლექსიკონი
თუ უცხოენოვან ქვეყანას სტუმრობთ, აუცილებლად ხელს გააყოლეთ რესტორანი კაფესა და რესტორნებში, თქვენთვის გაურკვეველი სიტყვებით ახსნილი კერძის დასახელება მენიუდან კი გაუგებარი არასდროს იქნება და შეძლებთ ჯანსაღი პროდუქტი საკვებად შეარჩიოთ.