ათწლიანი მოლაპარაკებები, თითქმის მილიარდი ევრო და 4 ათასი მოწინააღმდეგე საფრანგეთის მუზეუმის წარმომადგენლებს შორის: აბუ-დაბიში „ლუვრი“ მაინც გაიხსნა. შენობა მსოფლიოს ცნობილმა არქიტექტორმა ჟან ნუველმა ააგო. რატომ უნდა ვესტუმროთ მას?
#1 ლეონარდო დავინჩთან განმარტოება სასურველი დროით შეგიძლიათ
ახალ მუზეუმში „მონა ლიზა“ არ არის, თუმცა La belle ferronnière აქ იმყოფება. ეს პორტრეტი მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშებს ტირაჟულობით ნამდვილად არ ჩამოუვარდება. იდუმალი ღიმილით კი სწორედ თქვენ შემოგხედავთ - მის გარშემო სმარტფონებით შეიარაღებული მილიონობით ტურისტი ჯერ არ შეკრებილა.
#2 გაიაზრებთ, რომ ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში
ექსპოზიციის კონცეფცია ქვეყნებს შორის პარალელების გავლებაა: რელიგიისა თუ ცივილიზაციის საკითხებში. დაგეუფლებათ შეგრძნება, რომ ჩვენ ყველას საერთო ხელოვნება გვაკავშირებს.
#3 დაითვლით კრისტალებს „სინათლის შადრევანზე“
კოშკის ფორმის გიგანტური ჭაღი.
#4 ჟან ნუველის ნაგებობების დასათვალიერებლად საუკეთესო რაკურსს აღმოაჩენთ
არქიტექტორმა აქ მთელი ქალაქი ააგო.
#5 შეაფასებთ ჩანაფიქრის მასშტაბს