„მცურავი“ ქალაქების კონცეპტი შესაძლოა მეცნიერულ ფანტასტიკურ ნოველაში აღწერილ ადგილს მივამსგავსოთ, მაგრამ ის 2020 წელს რეალობად იქცევა. ამ იდეის ჩამოყალიბება 2008 Seasteading Institute-მა დაიწყო, ფრანგული პოლონეზიის მთავრობასთან შეთანხმებას კი ახლახან მიაღწია და წყალში მისი დატესტვა დაიწყეს.
„მცურავი ქალაქის მეშვეობით, ახალი ქვეყნის წარმოქმნას ჩაეყრება საფუძველი“-აცხადებს ინსტიტუტის უფროსი. აქ სავარაუდოდ ათამდე სახლი, სასტუმრო და რესტორანი იქნება. ინჟინერები და არქიტექტორები ლოკაციას უკვე ესტუმრნენ. მშენებლობას 167 მილიონი $ დასჭირდება.