მოგზაურობა ახლა, როგორც არასდროს, ისეთი მარტივია! თუმცა არსებობს ადგილები, რომელიც უმჯობესია თავიდან ავირიდოთ, მიზეზი კი ბევრია.
ხშირია შემთხვევა, როცა პოპულარული ტურისტული ქალაქი საფრთხისშემცველია, ამიტომ აუცილებელია, გავითვალისწინოთ ყველა ის საგულისხმო დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სანამ ჩამოთვლილ 10 ქვეყანაში სტუმრობას გადავწყვეტთ.
10. კარაკასი, ვენესუელა
ვენესუელას დედაქალაქი ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებების გამო კრიზისს განიცდის. ქუჩის ხულიგნობა კარაკასში ჩასვლისგან ბევრ ტურისტს თავის შეკავებას აიძულებს. მსგავსი სიტუაცია ვენესუელას ბევრ ქალაქში მეორდება.
9. სიუდად უარეზი, მექსიკა
ნარკოტიკები და ძალადობა ამ ქალაქში მძვინვარებს. პოლიცია ხშირად დაჯგუფებების მიერ მოსყიდულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი დაუსჯელი რჩება.
8. კეიპ თაუნი, სამხრეთ აფრიკა
გავრცელებული სიღარიბისა და სოციალური არეულობის ფონზე, აქ კრიმინალის დონე მაღალია. სამხრეთ ამერიკის ეს კუთხე საკუთარი სილამაზითა და ბუნებით გამორჩეული, თუმცა საშიში მხარეა. მთავარია, ღამით მარტო სეირნობა არ მოისურვოთ და შეძლებთ კეიპ თაუნის მშვენიერებით დატკბეთ.
7. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
ბრაზილიის ბევრ ქალაქში კრიმინალური შემთხვევები მრავლადაა, თუმცა განსაკუთრებით საფრთხიოა რიო დე ჟანეირო, რომელიც ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე მძიმე სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, მაგრამ ქუჩებში (მით უფრო, ღამით) კვლავ ხდება კრიმინალური ფაქტები. მთავარი სიფრთხილეა, რაც საშუალებას მოგცემთ რიოს შესანიშნავი სანაპიროთი მშვიდად ისიამოვნოთ.
6.ქალაქი გვატემალა, გვატემალა
აქ ძალადობა და ნარკოტიკული საშუალებები მრავლადაა. მკვლელობის შემთხვევებიც ხშირია, ასევე ჯიბის ქურდობაც. გვატემალაში ჯობს, რომ ქალქი გვატემალასგან მოშორებით დავისვენოთ.
5.აკაპულკო მექსიკა
არც ისე დიდი ხნის წინათ, აკაპულკო უსაფრთხო და მდიდრული დასასვენებელი ადგილი იყო. ტურისტულად ის დღესაც მიმზიდველია, თუმცა შეიცვალა ის, რომ ძალადობის შემთხვევები გახშირდა. ბოლო სტატისტიკები აჩვენებს, რომ მკვლელობის თვალსაზრისით აქ მსოფლიოში უმაღლესი მაჩვენებელია. ცნობილი რჩევაა, რომ თქვენს საცხოვრებელთან ახლოს დარჩეთ, იმ ადგილებში, რომელიც სიმშვიდით გამოირჩევა.
4 . ბაღდადი, ერაყი
დაბომბვა, სროლები და ძალადობა ერაყისთვის ჩვეულია. ის დღემდე ასეთ ადგილად რჩება და არის მიმართულება, სადაც არ უნდა იმოგზაუროთ.
3. ქაბული, ავღანეთი
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქია. ახლაც საომარი ზონაა, აქ ადგილი აქვს ტერორიზმსა და დაბომბვას. ქაბულის აწმყო და მომავალი გაურკვეველია.
2.
კარაჩი, პაკისტანი
აქ დიდი პოლიტიკური არეულობაა, ხშირია კრიმინალი და ტერორიზმი. ეს არ არის ტურისტების ადგილი.
1. სან პედრო სულა, ჰონდურასი
უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქია. ძალიან ხშირია მკვლელობა. არალეგალური იარაღიც დიდი პრობლემაა. სან პედრო სულა ადგილია,რომელსაც არ უნდა ეწვიოთ.