გიოცნებიათ საფარიში მოგზაურობაზე? ან ზოოპარკში ყოფნისას სურვილი თუ გაგჩენიათ ცხოველებთან კიდევ უფრო ახოს მისვლა შეგძლებოდათ? მაშინ კენტში, ველური პარკსა და სასტუმრო ოთახში ვეფხვებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე ცხოვრება, თქვენთვის ამაღელვებელი თავგადასავალი იქნება.
სასტუმროს იატაკიდან ჭერამდე, დიდი ფანჯრები აქვს, რათა ხედით მაქსიმალურად დატკბობა შეძლოთ და ხედავდეთ, თუ როგორ დასეირნობენ თქვენს წინ ,,დიდი კატები“.
გადაშენების პირას მყოფი 2 ულამაზესი ცხოველის შემყურეს სასტუმროში ყოფნა სიამოვნებაა. რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მყოფი ვეფხვების გარდა კი მისი უპირატესობა სრული კომფორტია.
ნომრის ინტერიერს ხავერდისა და ტყავის სავარძლები ამშვენებს. აქვეა რეტრო სტილის ორიგინალური ნივთები, რბილი ხალიჩები, ბარი და ბუხარიც.
როგორც კი მოსაღამოვდება, სასტუმროს უზარმაზარი პარკი ტურისტებისგან ცარიელდება და ახლა ის მთლიანად სასტუმროს სტუმრების საკუთრებაშია! ნუ შეგეშინდებათ! თქვენსა და მოშიებულ ცხოველებს შორის დამცავ მექანიზმად მუდმივად არის გამყოფი მავთულხლართები.
უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმროში გემრიელი იტალიური კერძებიც მზადდება.
სასტუმროს ნომერში ერთი დღის გატარების ფასი 950 ფუნტიდან იწყება.თუმცა თანხის გაყოფას და მოთავსებას 4 ადამიანი შეძლებს.
შემოსული თანხა გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ზრუნვასაც ხმარდება.