უცხო ქვეყანაში მოგზაურობა შესაძლოა სტრესთან ასოცირდებოდეს : ენის ბარიერი, უცხო ქუჩები თუ გონივრული ხარჯვის იდეიაზე ფიქრი.
პოპულარული და კარგად ნაცნობი მიმართულებებიც კი რამდენიმე მნიშვნელოვან ხრიკს საჭიროებს, რა უნდა იცოდეთ , როცა იაპონიაში გამზავრებას გადაწყვეტთ? ქვეყანა, რომელიც საკმაოდ რთულად ადაპტირებადია ინგლისურენოვანი უცხოელი ტურისტებისთვის, რას იზამთ, როცა მენუ მხოლოდ იაპონურ ენაზეა, ან თუ არსებობს გზა დავზოგოთ ხარჯები? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პასუხს 8 რჩევა გაგვცემს.
8.დაზოგეთ ფული და შეიძინეთ სამგზავრო ბარათი
ბარათი სახელწოდებით Japan Rail Pass საშუალებას მოგცემთ, სასურველი ვადით (ერთი, ორი ან სამი კვირა) სამგზავროდ ხელსაყრელი ბარათი შეიძინოთ და ამ თანხით, ქალაქიდან ქალაქში, აღნიშნული პერიოდის მანძილზე ნებისმიერი მატარებლითა და ავტობუსით გადაადგილებას შეძლებთ.
7. Buy a Smart Card
ნიუ-იორკის MetroCard -ის მსგავსი იაპონური ბარათები Pasmo და Suica cards აქტუალური მიგნებაა, რომელიც ბილეთების შეძენის დროსაც ზოგავს და ის იაპონიაში თქვენს საბანკო ბარათად იქცევა; კომფორტული მგზავრობის გარდა, მისი დახმარებით თქვენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის შეძენასაც შეძლებთ.
6.ისწავლეთ მთავარი იაპონური ფრაზები
ყველა ინგლისურენოვანი ტურისტი იაპონიაში იმ იმედით მიემგზავრება, რომ ქვეყანაში კომუნიკაციას ადვილად შეძლებს, თუმცა საჭიროა, რომ იაპონურად რამდენიმე ფრაზის მნიშვნელობა მაინც იცოდეთ. მისალმება აქ გულითადი ჟესტია, ამიტომ შეისწავლეთ სიტყვები ,,გამარჯობა“ , ,,დილამშვიდობისა“ ან ,,ბოდიში“, რასაც აუცილებლად დააფასებენ.
5.გადათარგმნეთ მენიუ Waygo-თი
დიდ რესტორნებში ინგლისურენოვან მენიუებს შეხვდებით, თუმცა არის ისეთი ადგილებიც სადაც იაპონური მენიუდან ამოკითხვას ვერ შეძლებთ, პერსონალი კი ინგლისურ ენას შესაძლოა არ ფლობდეს. აპლიკაცია Waygo app კი ამაში დახმარებას გაგიწევთ.
5. ითანამშრომლეთ ტურისტულ გიდებთან
იაპონიაში ბევრი ,,დამალული განძია“, მათ აღმოსაჩენად კი კუთხის კარგად მცოდნე ადამიანთან თანამშრომლობა გამოგადგებათ. ტურისტული გიდები თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევენ.
6. ჯავშანი პრესტიჟულ რესტორანში
დაჯავშნის ონლაინ საიტები : Tableall, Pocket Concierge, და Voyagin გადახდილი საკომისიოს სანაცვლოდ ცნობილ რესტორნებში თქვენი სადილობისთვის ადგილის დაჯავშნას უზრუნველყოფენ.
7. ტურისტული ავიაბილეთები - პრივილეგია
JAL და ANA- ავიაკომპანიები ხელმისაწვდომ ფასად იაპონიის ერთი ქალაქიდან მეორეში გადაფრენას გთავაზობთ. რაც უნდა გაითვალისწინოთ კი ისაა, რომ ბილეთები აუცილებლად იაპონიის საზღვრებს გარეთ შეძენილი უნდა იყოს, თქვენ საკუთარი ქვეყნიდან, ბილეთების წინასწარ შეძენა მოგიწევთ.
8. Stay Connected for Less
თუ სწრაფი ინტერნეტი გსურთ, იქირავეთ ჯიბის Wi-Fi დაეს სერვისიც წინასწარ შეიძინეთ, რათა უფრო ნაკლები გადაიხადოთ. მსგავსი რამ , შესაძლოა სასტუმროს ნომერში, მისამართზეც მოგიტანონ.