გაფრთხილება მათთვის, ვინც იტალიის მოდის კვირეულზე გამგზავრებას გეგმავს! იმედია, რომ თქვენს შესანიშნავ ჩაცმულობას რომელიმე ფოტოგრაფი დააფიქსირებს, რადგან თავად სელფის გადაღება გაგიჭირდებათ.
დიახ, მილანმა სელფის ჯოხები ოფიციალურად აკრძალა!
მიზეზი ანტი-სოციალური ქცევაა. ქალაქმა თუნუქის ქილები, შუშის ბოთლები და საკვების კონტეინერებიც აკრძალა, რითაც დანაგვიანების საშიშროება აირიდა.
ანტი-სელფის-ჯოხის რეგულაცია 14 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებდა და შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს.
მილანი ერთადერთი არ არის, იგივე აკრძალვა სელფის ჯოხს ვატიკანშიც შეეხო, ასევე ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმს, ასევე პეკინსა და სამხრეთ კორეაში.
ანტი-სოციალური ქცევის გარდა მიზეზი ის პრობლემაა, რომ სელფის მოყვარულები, მისი გადაღებისას ხშირად ირგვლივ ყველაფერს ანადგურებენ და უბედური შემთხვევებიც სახეზეა.